10 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 11 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში.
ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, ივნისში და ივლისის სასაწყისში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და ზოგ შემთხვევაში გაუფასურებაც.
აშშ დოლართან მიმართებაში, აპრილიდან დაწყებული სახეზეა ძირითადად ლარის დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
7 ივლისი – 2.6403;
8 ივლისი – 2.6393;
9 ივლისი – 2.6384;
10 ივლისი – 2.6376.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0005 ლარით და 1 აშშ დოლარი 11 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 2.6371 ლარი ეღირება.
ევროთან მიმართებით ივნისი ძირითადად ლარის რყევებით გამოირჩეოდა, თუმცა ძირითადად მაინც სახეზე იყო უფრო გამყარების ტენდენცია, რაც ივლისში მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
7 ივლისი – 3.0147;
8 ივლისი – 3.0167;
9 ივლისი – 3.0109;
10 ივლისი – 3.0140.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0007 ლარით და 11 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0147 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში ძირითადად სახეზე იყო ლარის დასტაბილურება–გამყარება, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე უმრავლეს შემთხვევებში მოხდა გაუფასურება და ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 4 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5390 ლარი (გაუფასურდა 0.0036 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0561 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5928 (გაუფასურდა 0.0007 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5515 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1758 ლარი (გაუფასურდა 0.0014 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2694 ლარი (გაუფასურდა 0.0022 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8919 ლარი (გაუფასურდა 0.0101 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7664 ლარი (გაუფასურდა 0.0013 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.7874 ლარი (გაუფასურდა 0.0787 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6301 ლარი (გაუფასურდა 0.0064 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0192 ლარი (უცვლელად დარჩა)
ივნისის დასაწყისში, რუსულ რუბლთან მიმართებაში, რყევებისა და გაუფასურების შემდეგ, ლარის დასტაბილურებისა და გამყარების ტენდენციები გამოიკვეთა, რაც მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
7 ივლისი – 3.3999;
8 ივლისი – 3.4624;
9 ივლისი – 3.4459;
10 ივლისი – 3.4632.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0183 ლარით და 11 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4449 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

