spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადება

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის სახელობის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო.

ცვლილების ფარგლებში შეიცვალა ბელიაშვილის ქუჩიდან მინდელის სახელობის ხიდისკენ გადამხვევი ზოლი. აღნიშნულ მონაკვეთებზე დაიხაზა სხვა საგზაო მონიშვნებიც.

მინდელის სახელობის ხიდზე არსებული ავტობუსის ზოლის დაგრძელება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარებისა და სწრაფად გადაადგილებისთვის, აგრეთვე, ამ ტერიტორიის მარშრუტებზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებისთვის.

ჯორჯ ბალანჩინის ქუჩიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოძრავი ავტობუსებია: N292, N293, N304, N313, N321, N335, N351, N459, N518. ამ მარშრუტებზე დაწესებული 10-15-წუთიანი ინტერვალები, ფაქტობრივად, შეუსრულებელი იყო. გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის გამო ინტერვალები მინიმუმ ორ-სამჯერ იზრდებოდა. ყველაზე რთულ მდგომარეობაში იყო მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ გადაადგილდებოდა შემდგომი გადაჯდომის მიზნით და ასევე, პირიქით.

როდესაც მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ საღამოს პიკის საათებში მგზავრები ელოდებოდნენ დიდი დიღმიდან წამოსულ N293 და N321 ავტობუსებს, მოლოდინის დრო 30-45 წუთს აღწევდა. ამ დროს მეტროდან ამოსული დიდი რაოდენობით მგზავრის ერთიანად გადაყვანა არ შეეძლო ავტობუსს და დარჩენილი მოქალაქეები თავისთავად დიდ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

დღეის მდგომარეობით სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება და ამ ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტი ბევრად თავისუფლად მოძრაობს. ამასთან, N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდა, N293 მარშრუტს კი ორი ერთეული ავტობუსი დაემატა, რის შედეგადაც მოლოდინის დრო შემცირდა.

ზემოაღნიშნულ მონაკვეთებზე მოძრაობის სქემის განახლებასთან ერთად საგზაო ნაკადების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველების...

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური კურსი წარმატებით დასრულდა

აჭარაში დამწყები გიდების ინტენსიური გადამზადების პროგრამა დასრულდა. დღეს, აჭარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...