spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი - შიგნით...

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს (“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️“), მწვავე პოზიცია-შეფასებებით და კონკრეტული შეხსენებებით ეხმაურება მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე:

თქვენ იცით, რომ საქმე არის აღძრული ზუსტად ამ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც არის მოღალატეობრივი მიდგომა, ფართო გაგებით კი – დანაშაულებრივი მიდგომა. ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია. ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი იმისათვის, რომ მტრული საქმიანობისთვის გარეთ ფონი შექმნა. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომელსაც ეფუძნება მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი საქმიანობა და რა თქმა უნდა, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.

იცით, რომ ჩვენ ასევე მომზადებული გვაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ზუსტად ეს მიდგომა – ქვეყანაში აქცია, გარეთ სანქცია, ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ღია, მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის, საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი ქვეყნის მიმართ და ამას სჭირდება სათანადო პასუხი, მათ შორის, სამართლებრივი პასუხიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გვაქვს იმედი, რომ არც მომავალში მიატოვებთ ქართველ ხალხს ამ დიდ ბრძოლაში” – შალვა ნათელაშვილის...

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ღია წერილით მიმართავს უკრაინის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...