სამშაბათი, ივლისი 8, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიოქტომბრის არჩევნებზე უნდა დავასრულოთ ივანიშვილის მავნებლური მმართველობა, გამარჯვების...

ოქტომბრის არჩევნებზე უნდა დავასრულოთ ივანიშვილის მავნებლური მმართველობა, გამარჯვების გზა კი თანამშრომლობაში, ერთიანობასა და კოალიციაშია – გიორგი ვაშაძე

ოპოზიციონერ კოლეგებს თანამშრომლობის და ერთიანობისაკენ მოუწოდებს პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. მისი თქმით „ქართული ოცნება“ საკუთარ შედეგს სწორედ ოპოზიციის დაქსაქსულობით აღწევდა 8 წლის მანძლზე და მხოლოდ ერთიანობით მოხდება არჩევნებში წარმატების მიღწევა:

ბოლო დღეებში ინტენსიურად მიმდინარეობს ოპოზიციის თანამშრომლობასთან დაკავშირებით მსჯელობა. 8 წლის მანძილზე „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ყოველთვის აღწევდა საკუთარ შედეგს, სწორედ ოპოზიციის დაქსაქსულობით და ერთმანეთთან დაპირისპირებით.

ამიტომ ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ უნდა ავირჩიოთ – ეს არის ერთიანობა, კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კოლეგას, რომ უნდა ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით აუცილებლად. განსაკუთრებით თბილისში ვფიქრობ, რომ უნდა გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები, თავი შევიკავოთ ზედმეტი საჯარო განცხადებებისაგან და დავსხდეთ ისე, როგორც ჩვენ გვჩვევია და მივიღოთ ყველამ ერთად საერთო ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება.

აუცილებელია მაჟორიტარების თანამშრომლობა, ეს არის ჩვენი პოზიცია და აუცილებელია ამისთვის ყველამ გამოვძებნოთ საერთო ძალები და კომპრომისები, რომ როგორც გადავწყვეტთ ყველანი ერთად, ისე უნდა იყოს კანდიდატებიც, ისე უნდა იყოს თანამშრომლობითი პროცესი.

მთავარი უნდა გვესმოდეს არის ის, რომ ოქტომბრის არჩევნებისათვის ჩვენ უნდა დავასრულოთ ივანიშვილის მავნებლური მმართველობა ამ ქვეყანაში. გამარჯვების გზა კი არის თანამშრომლობაში ერთიანობაში და კოალიციაში, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ დავსხდეთ და გავიაროთ ეს საკითხი.

ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ უნდა შევთანხმდეთ თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით, რაზეც კონსოლიდირებული პოზიცია უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას და კიდევ ერთხელ ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენ მივდივართ თანამშრომლობის, ერთიანობის გზით და გაცნობიერებული გვაქვს, რომ მტერს აქვს დიდი ფინანსური რესურსებიც, არის მავნებლური საარჩევნო კანონმდებლობა ქვეყანაში და ამის გადატეხვის ერთადერთი გზა არის ერთმანეთთან თანამშრომლობა და ერთიანობა

თბილისში აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ მაჟორიტრულ ოლქებთან დაკავშირებით. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ მიიღებენ მონაწილეობას ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ როგორც ვიცი ძირითადი ოპოზიციური ფლანგი, სწორედ ამ შეთანხმების გზით მიდის.

ამ განცხადებასაც ვაკეთებ იმიტომ, რომ გარკვეული დისონანსი არსებობს საზოგადოებაში. პირველადი დაკვეთა რაც არის გაჭირვების დამარცხების გზა, რაც ესახება ხალხს, ეს არის ოპოზიციის ერთიანობა და კონსოლიდირებული ქმედება, 8 მარტის შეთანხმებას ჩვენ სწორედ ჩვენი ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიციით მივაღწიეთ და არა დაქსაქსულობით და ცალ-ცალკე ბრძოლით“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...