spot_img
მთავარიკანონი და სამართალიხელისუფლება აწარმოებს დევნას ჩემ წინააღმდეგ და ის საქმე,...

ხელისუფლება აწარმოებს დევნას ჩემ წინააღმდეგ და ის საქმე, რომელიც წარმოებაში არის, თეთრი ძაფებითაა შეკერილი – დავით ქაცარავა

ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით დაბარებულია დავით ქაცარავა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ ახორციელებს დევნას, ხოლო დავით გარეჯის თემა არის ახალი შეთხზული და მისი დაბარება დაკითხვაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, სრული აბსურდია:

იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება აწარმოებს დევნას ჩემ წინააღმდეგ და ის საქმე, რომელიც წარმოებაში არის, თეთრი ძაფებითაა შეკერილი, სადაც ოთხი ადამიანი თავს დამესხა და იქ ბრალდებულად მე აღმოვჩნდი, ბრალდებულთა სკამზე, ის საქმე მართლაც სასაცილოა და იქ ძალიან უჭირს ხელისუფლებას, რომ როგორღაც მებრძოლოს.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს თემა, გარეჯის თემა არის ახალი შეთხზული. ჩემი დაბარება სუს-ში და ეთნიკური შუღლის გაღვივებასთან ჩემი გაიგივება სრული აბსურდია და მორიგი მცდელობა, რომ ახალი, თეთრი ძაფებით შეკერილი საქმე დაიწყოს ხელისუფლებამ ჩემ წინააღდეგ,” – აღნიშნავს დავით ქაცარავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. გამოძიება დაწყებულია რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე.

 

დავით ქაცარავამ, ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტრი ფეისბუქის პირად გვერდზეც გააკეთა:

ჩემი სასამართლო პროცესი ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო 22 ივნისს.

ამჯერად უკვე სუს-ში წასვლის დროა.

როგორც იკვეთება, ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმესთან დაკავშირებით დამკითხავენ.

2 დღის წინ სუს-მა გააკეთა განცხადება, რომ იწყებს გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთ – ერთ პირველ შუღლის გამღვივებლად დაკითხვაზე მე მიბარებენ.

იმ სამარცხვინო, თეთრი ძაფებით შეკერილი საქმის ფონზე, რომელსაც ვერანაირად მართებულად ვერ წარმოაჩენენ, გადაწყვიტეს ახალი საქმე “შემიკერონ”.

მოკლედ, იმედია ვცდები, მაგრამ სინამდვილეში იმის დიდი იმედი რომ ვცდები, მაინც არ მაქვსძალა ერთობაშია!.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!” – წერს დავით ქაცარავა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...