ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

წელს კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის საერთო რაოდენობა 35 000 ტონას შეადგენს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მოსავლის საერთო მოცულობიდან, დაახლოებით, 15 000 ტონა საექსპორტოა. სამინისტროს ინფორმაციით შარშან 2019 წელს, ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო მაჩვენებელი 13,256 ტონას შეადგენდა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს განსაკუთრებულ პირობებში გვიწევს მუშაობა, საორგანიზაციო შტაბი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით იმუშავებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს, პროცესში სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამების ფარგლებში შექმნილი 20 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ჩაერთვება“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით კი წელს, კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის საერთო რაოდენობა 35 000 ტონას შეადგენს.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, იმუშავებს ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

2019 წელს, ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო მაჩვენებელი 13,256 ტონას შეადგენდა. დაბინავების პროცესის უზრუნველყოფაში ჩართული იყო 9 სამაცივრე მეურნეობა.

გასულ წელს, საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა:

• რუსეთში – 10,777 ტონა
• სომხეთში – 1,373 ტონა
• აზერბაიჯანში – 667 ტონა
• უკრაინაში – 150 ტონა
• ყაზახეთში – 114 ტონა
• სლოვენიაში – 78 ტონა
• ერაყში – 39 ტონა
• ირანში – 20 ტონა
• ბელარუსში – 18 ტონა,
• მოლდოვაში – 19 ტონა
• ყატარში – 0,4 ტონა

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების თანადაფინანსებით საქართველოში ხილის 11 გადამმუშავებელი საწარმოა, აქედან კახეთის რეგიონში, გურჯაანსა და თელავში სამი საწარმო ფუნქციონირებს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული