spot_img
მთავარიანალიტიკა"როდესაც ნავთობიმპორტიორები კარტელური გარიგების პირობებში მოქმედებენ, ბაზრის რეალური...

“როდესაც ნავთობიმპორტიორები კარტელური გარიგების პირობებში მოქმედებენ, ბაზრის რეალური მდგომარეობა მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია” – რომან გოცირიძე

საქართველოში საწვავზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს და მძიმე მინიშნებებს აკეთებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

ირანთან ზავისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ, ნავთობის მსოფლიო ფასი მკვეთრად დაეცა, რამაც ევროპაში საწვავიც საგრძნობლად გააიაფა. საქართველოში კი რა ხდება? ის, რაც ყოველთვის ხდებოდა-ჯერ პაუზას იჭერენ, მაქსიმალურ ნაღებს მოხსნიან და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ფასის შემცირებას, თანაც არა იმ დონემდე, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციას შეესაბამებოდეს.

როდესაც ნავთობიმპორტიორები კარტელური გარიგების პირობებში მოქმედებენ, ბაზრის რეალური მდგომარეობა მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

საწვავის ფასი მსოფლიო ბაზარზე საერთოდაც რომ არ შემცირებულიყო, ლარის გამყარების ფონზე საქართველოში საწვავი გარკვეულწილად მხოლოდ ამ ფაქტორის გამოც უნდა გაიაფებულიყო.

როცა მსოფლიო ბაზარზე ფასები იზრდება, ადგილობრივი ნავთობიმპორტიორების მხრიდან რეაგირება მყისიერია, როცა კლების საფუძველი ჩნდება, პროცესი ყოველთვის იწელება. რატომ? იმიტომ, რომ ეს კომპანიები გარიგებულები არიან ერთმანეთთან, ეს კი პრაქტიკულად შეუძლებელია ხელისუფლების მფარველობის გარეშე“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეეშვათ სიცრუის გავრცელებას. იყო კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი, დანარჩენს კი გამოძიება...

„დაახლოებით ვიცი რაც მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეფასების...

“0%-იანი განვადება – მითი თუ რეალობა?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...