პარტია “კანონის და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება, პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს ყველა საკითხის დიალოგის რეჟიმში გადაწყვეტისკენ და არასასურველად მიაჩნია ე.წ. იმპერატიული ტონი:
“კოლეგებო მინდა შეგახსენოთ, რომ ეგ იმპერატიული ტონია – ტონალობა, რომელსაც ოლიგარქი-ფეოდალი ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს. რას ნიშნავს “არ განიხილება, არც ახლა და არც მომავალში”?!
არა ასეთი აპრიორი სამომავლო იმპერატიულობა ჩაკეტვა – ასეთი ტონალობა არა!!! თუ ძალა ერთობაშია და უეჭველად არის, იმპერატიულობა გადავდოთ, კარგს არაფერს მოუტანს პროცესს!!!
ბევრი სიტყვაა საბედნიეროდ ქართულში, აი მაგალითად: ვისაუბრებთ, განვიხილავთ, შევაჯერებთ, აზრს გავცვლით, სხვა ალტერნატივას შემოვიტანთ, ვიმსჯელებთ და რა ვიცი კიდევ, რამდენიც გინდათ…
დემოკრატიულია უფრო ვფიქრობ, ვფიქრობ ასე აჯობებს, რადგან ძალა ერთობაშია ცხადია და პროცესისთვის და გამარჯვებისთვის, რაც უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა იმას მივემხრობით, რათა დასავლური ღირებულებების ერთგულად დავრჩეთ!
ვისაუბროთ და დავარწმუნოთ ერთმანეთი, რადგან კიდევ ერთი მარცხი-წაგება საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს და ამ “იმპერატიულობით“ ოლიგარქი ივანიშვილი, პუტინივით “დაგვირჩეს”! მგონია, რომ პარტნიორზე სიტყვა “არასოდეს” არ უნდა გამოიყენო (ასე ვფიქრობ), მით უფრო თუ ეს პარტნიორი, იმ ღირებულებების ერთგულია რისთვისაც “ძალა ერთობაშია” იბრძვის ამდენი ხანია. მე ვცდილობ და მომავალშიც შევეცდები დაგარწმუნოთ, რომ საბედისწერო შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს რეალობის არასწორად აღქმა,
ვიმსჯელოთ, რომ ნაღდი გამარჯვება დავდოთ-ჩემი აზრია...🙏✌️” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.
