პარასკევი, აპრილი 26, 2024

აქვს განათლების სამინისტროს მორალური უფლება 200 000 ლარი გაიღოს ერთთვიან პიარში?!

დისტანციური სწავლების აქტუალობის გათვალისწინებით, ქვეყანაში სერიოზული პრობლემას ხედავს ბავშვების ინტერნეტთან წვდომის დაბალ მაჩვენებელში “ახალი საქართველოს” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე და მიაჩნია, რომ განათლების სამინისტრო ხარჯებს გაუმართლებელი პიარისთვის კი არა მოზარდების განათლების ხელშეწყობისთვის უნდა მიმართავდეს:

1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით  “UNICEF georgia”-ს განცხადებაში ნათვამია, რომ „საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი“.

ამ პირობებში, ჰქონდა თუ არა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის  სამინისტროს მორალური უფლება, რომ გამოეცხადებინა ტენდერი და ერთ თვეში, 15 ივნისიდან 18 ივლისამდე, 200 000 ლარამდე დახარჯოს პიარში, ანუ საზოგადოების ინფორმირებაში – თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დისტანციურ სწავლებაში ჩართულობა! როგორც ირკვევა, სატენდერო პირობების მიხედვით დღეს, ორ ივნისს იწურება სატენდერო განცხადებების ვადა.

არსებობს ლეგიტიმური კითხვა საზოგადოების მხრიდან: რა უფრო მნიშვნელოვანია? სამინისტრო იღებდეს ხარჯებს პიარისთვის თუ საბიუჯეტო თანხებს მიმართავდეს მოზარდების განათლების ხელშეწყობის უზრუნველყოფისთვის? მინიმუმ 1000-მდე მოსწავლის გაჯეტის შესყიდვა ან 6000-მდე ოჯახის სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფა იქნებოდა შესაძლებელი,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული