spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების...

“ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვა” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. მანვე განაცხადა, რომ მას, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს, საჭიროებისამებრ პენიტენციური სამსახურის მიერ შესაბამისი მომსახურება გაეწევათ.

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარმწუნებული ვარ, თუ ამის აუცილებლობაა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, არა მხოლოდ ელენე ხოშტარიას გამო, არამედ ყველა პატიმრისთვის.

საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბევრი განცხადება გაკეთდა, დანაშაულია.

ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, მოჰყვა შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა შესაბამის სასჯელს ითვალისწინებს.

წინასაარჩევნოდ ნებისმიერ პარტიას აქვს შესაძლებლობა კამპანიის წარმოებისა და ამაში ხელის შეშლის უფლება არავის აქვს. გაგახსენებთ, რაც მელიქიშვილის გამზირზე ხდებოდა – ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო შტაბში შემოჭრას ცდილობდნენ, მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა, რომ მსგავსი ქმედება კანონით ისჯებოდა. ისინი კი ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი გმირები, რომლებიც რეალურად არ არსებობდნენ. ძალადობრივი ტიპის ქმედებებით, პოლიციელის მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლით, ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობით და ა.შ. გმირი ვერ გახდები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“სადაც ერს აქვს “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”, იქ ბაბაიას ადგილი არაა” – დავით...

ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმს ალექსანდრე ლუკაშენკოსადმი, ემოციური შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ანტისაოკუპაციო...

“კორუფციაში ჩაძირულ მთავრობას რაში აინტერესებს ხალხი და მათი ბავშვები” – ანა დოლიძე

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკვერში მომხდარ შემთხვევას, რა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...