შაბათი, აგვისტო 2, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენს მტერს ყველაზე მეტად აშინებს ჩვენი ერთიანობა -...

ჩვენს მტერს ყველაზე მეტად აშინებს ჩვენი ერთიანობა – გიორგი ვაშაძე

ჩემს უკან წარწერა „ძალა ერთობაშია“ – ღრმა შინაარსს ატარებს. შესაბამისად მთავარი ის კი არ არის რა უნდა გიორგი ვაშაძეს ან რომელიმე პარტიას, არამედ მთავარი ის არის რა სჭირდება დღეს საქართველოს!“ – ეს განცხადება პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე გააკეთა და გამოეხმაურა მის პრემიერობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, მისთვის და მისი „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდისათვის მნიშვნელოვანი არ არის თანამდებობა, მათთვის მნიშვნელოვანია, აღმშენებლობის პროცესი და ხალხის გაჭირვებიდან გამოყვანა:

მე ჩამოვედი დასავლეთ საქართველოდან, სადაც ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა. ამ ადამიანების ნომერ პირველი პრობლემა გაჭირვება და შიმშილია, როგორ გამოკვებონ ოჯახები. მეორე, რისი იმედიც მათ აქვთ, – ეს არის ჩვენი ერთიანობის, ურღვევობის და ერთიანი ბრძოლის ფრონტის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რადიკალური პარტიული განცხადებები ამ ერთობას აზიანებს ხალხის თვალში.

პირდაპირ გეუბნებით, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვებ ერთიანობის დარღვევას. იმიტომ, რომ გამარჯვება სწორედ ერთიანობაში, ძალა არის ერთიანობაში. ჩვენს მტერს ყველაზე მეტად აშინებს ჩვენი ერთიანობა.

აქედან გამომდინარე პირდაპირ ვამბობ, რომ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი კულუარული გადაწყვეტილებების და ყოველთვის მომხრე ვიყავი საჯაროობის, აბსოლუტურად ყველა საკითხთან მიმართებაში.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას და პოზიციას, ჩემთვის პირადად და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდისათვის მთავარი არის ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც უნდა დავიწყოთ ყველამ ერთად საქართველოში, რომ ამ უზარმაზარი უკიდეგანო პრობლემებიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა.

რაც შეეხება პრემიერობის საკითხს, გულწრფელდ გეტყვით, რომ ძალიან გამიკვირდა გუშინ გაკეთებული რადიკალური განცხადებები. ერთი მხრივ საუბარია, რომ არ გაგვიხილავს საკითხი, მეორე მხრივ კი რადიკალური განცხადებები. მე ჩემი კანდიდატურა პრემიერობაზე ჯერ არ დამიყენებია გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში. ეს იყო გარკვეული ადამიანების მოსაზრებები.

კიდევ ერთხელ ყველას მინდა ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერცერთ შემთხვევაში დისონანსს, თუნდაც ესეთი განცხადებები, ვერ შეიტანს ჩვენს ერთიანობაში, იმიტომ, რომ საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში. საქართველოს გამარჯვება არის ერთად დგომაში. ძალაში, რომელშიც ჩვენ უნდა გავაერთიანოთ და ერთიანი გზით წავიდეთ.

რაც მთავარია, ვფიქრობ, რომ “ძალა ერთობაშიას” პოლიტიკურ ბლოკს აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატიც და აუცილებლად უნდა დაასახელოს გუნდიც, იმიტომ, რომ ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებსაც. როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი? ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის, ყველას ჩართულობით იმისათვის, რომ შევთანხმდეთ არა იმაზე – მე რა მინდა, არამედ საქართველოს რა სჭირდება, ჩვენს ქვეყანას რა სჭირდება, საზოგადოების მხრიდან ვის აქვს მეტი ნდობა. აქედან გამომდინარე, დავმშვიდდეთ ყველაფერი ძალიან სწორად მიდის დღიდან ამ გაერთიანების ჩამოყალიბებისა.

ჩვენ გეგმა ზომიერად და სტრატეგიულად ვმუშაობთ, ამიტომ ყველას ვთხოვ ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში, ნუ გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ჩვენს ოპონენტებს და მტრებს უნდათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველოს სჭირდება არა ჩვენი შიდა დაპირისპირება, არამედ ძალა, რომელიც გაიმარჯვებს” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული...

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

“რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება კავშირ "საფარის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...