სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა და არასდროს“, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ტვ პირველის ეთერში გადაცემა “რეაქციაში”, მწვავე შეფასებებით ეხმაურება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:
“😂 და თავად ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო ქ-ნი სალომე???
კარგად მახსოვს მდინარაძემ მიაძახა პარლამენტში: ”ხომ არ გავიწყდებათ, რომ აგიღეთ და დაგდეთ 2018-ში პრეზიდენტადო”.
მართლაც ასე იყო, 2018 წელს ზურაბიშვილმა წააგო საპრეზიდენტო არჩევნები.
შეძრწუნებული, ლამის ცრემლებამდე მისული ივანიშვილიც გვახსოვს, მეორე ტურის წინ.
ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

