spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითბილისში გაზგასამართ სადგურ "ეკო გაზის" აფეთქებისას მათივე თანამშრომელი...

თბილისში გაზგასამართ სადგურ “ეკო გაზის” აფეთქებისას მათივე თანამშრომელი დაშავდა – ოთარ კერესელიძე

ქალაქ თბილისში გაზგასამართ სადგურ „ეკო გაზის“ აფეთქებისას მათივე თანამშრომელი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო ავტოსისტემა და ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი აცხადებს აფეთქების საფრთხე აღარ არსებობს:

ამაშუკელის ქუჩაზე „ეკო გაზის“ გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებულები იყვნენ 6 სახანძრო ავტოსისტემა. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

დაშავებულია ერთი პიროვნება, რომელიც კონტაქტური იყო და გადაყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ეს პიროვნება ადგილობრივი თანამშრომელია. დაშავებულს ზოგადად სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია და აფეთქების საფრთხე აღარ არსებობს. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე იმყოფება და რაიმე გართულებებს არ ველოდებით,“ – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

შეთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური:

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო მომხდარის შედეგად დაშავებული 1 პირი, რომელიც ამავე გაზგასამართ სადგურზე მუშაობს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ამაშუკელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება. შეტყობინების მიღების შემდეგ, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული უსაფრთხოების ყველა ზომა და გადაიკეტა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.

ცეცხლი გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდგარ შენობა-ნაგებობას ეკიდა. აფეთქებამ, ასევე, ახლომდებარე შენობებზე შუშებიც ჩაამსხვრია. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო,” – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...