spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” – ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში ემოციურად ეხმაურება სასამართლოს მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ კიდევ რამდენიმე პირისთვის პატიმრობის შეფარდებას, სრულ მხარდაჭერას უცხადებს პატიმრებს და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

პირველ რიგში, სრული მხარდაჭერა და თანადგომა 4 ოქტომბრის სრულიად უნამუსო და უკანონო საქმეზე მისჯილებს. ბატონ გოგი ჩახუნაშვილს, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩემს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებულ სიყვარულს ვუგზავნი. უკიდურესად შეწუხებული ვარ ზაქრო ალბუთაშვილის მდგომარეობით. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და ძალიან გთხოვთ დასუსტების, შიმშილობის ნაცვლად, პირიქით, ვიმკურნალოთ, გავძლიერდეთ და ისე ვიბრძოლოთ.

დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამოქალაქო აქტივისტს პოლიტიკოსსა და მოქალაქეს მხარდაჭერისთვის.

ყველას მინდა მოგმართოთ თხოვნით, ყველამ დავივიწყოთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი. ეს აძლევს ბერკეტს ბიძინა ივანიშვილს, ჩვენზე მოახდინოს გავლენა და შანტაჟი. მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია. მე ვიქნები თავისუფალი ყველა პატიმართან ერთად, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. არცერთ ვითარებაში ბიძინაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად.

აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, ამაზე არ იდარდოთ. ვკონცენტრირდეთ მთავარზე – რეჟიმის ჩამოშლაზე.

ხვალ ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – 20 ივნისი, როდესაც რუსებმა ნათლად დაინახეს ქართველი ხალხის მრისხანება, ჩვენი შეურაცხყოფის შედეგად. დაზარალდნენ ადამიანები და მათ შორის, მათთვისაც გრძელდება ბრძოლა. კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა რეჟიმის ყველა ტყვეს და მადლობა სოლიდარობისთვის“, – ელენე ხოშტარია.
რუსთავის ქალთა ციხე
19/06/2026

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...