ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიიმ ფარსში, რომელშიც "ქართული ოცნების" წევრები თამაშობენ, მონაწილეობას...

იმ ფარსში, რომელშიც “ქართული ოცნების” წევრები თამაშობენ, მონაწილეობას არ მივიღებ – გიორგი ვაშაძე

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ეხმაურება პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიაჩნია, რო გიორგი რურუა აუცილებლად გათავისუფლდება საპატიმროდან, საკონსტიტუციო ცვლილებები კი განხორციელდება. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით „ქართული ოცნების“ მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და ის წამალი, რომელმაც უგულავა/ოქრუაშვილი გაათავისუფლა, ამ საკითხსაც ბოლომდე მიიყვანს:

პირველი – გიორგი რურუა აუცილებლად გათავისუფლდება და მეორე საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად მივიღებთ. ეს საკითხი დიდი ხანია განხილულია.

იმ ფარსში, რომელშიც „ქართული ოცნების“ წევრები თამაშობენ მონაწილეობას არ მივიღებ. ყველას ვურჩევ, რომ ნუღარ დაიღლით ზედმეტად გონებას ამ ყველაფრით. ის წამალი, რომელმაც „ქართულ ოცნებაზე“ იმოქმედა ამ საკითხს მიიყვანს ბოლომდე.

ყველა დეტალს ვერ ვიტყვი, მაგრამ როგორც დარწმუნებით ვამბოდი, რომ უგულავა/ოქრუაშვილი გათავისუფლდებოდნენ, ბევრს ამის არ სჯეროდა, სწორედ ასე ვამბობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც ასევე აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება და გიორგი რურუა ციხიდან არ გათავისუფლდება. ცვლილებების პირველი საყოველთაო განხილვა 4 ივნისს არის ჩანიშნული.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძველ ბიჭებს” ზონდერობა რომ არ “უტყდებათ” იმ ქვეყანაში, ციხიდან გამოტანილმა მაცივარმა და ტელევიზორმა როგორ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული კონკრეტული პირების პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ციხიდან...

“ამ სისასტიკისგან განადგურებული მე, იმ დღეს, სანამ საპატიმროს დავტოვებდი, მტვერს მოვხვეტდი და მტვერსაც წამოვიღებდი...

სამოქალაქო აქტივისტი, "სამოქალაქო ინიციატივის" და "ცოდნის კაფეს" თანადამფუძნებელი, ქეთი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...