იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian Court Watch) დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი 20 წლის წინანდელ ფაქტს კონკრეტულ იხსენებს და შედარებას ახდენს დღევანდელობასთან:
“ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას და გაძლებას ვუსურვებ. წარმოუდგენელია ოთხი შვილის დედის ასეთი თავგანწირვა. მის შვილებს სჭირდებათ ჯანმრთელი დედა მათ გვერდით, თუმცა ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.
ძალიან დიდი ხნის წინ ერთი საქმე მქონდა, მგონი 2005 თუ 2006 წელი იყო. გლდანი-ნაძალადევის სასამართლოში ავადმყოფ პატიმარს ვიცავდი. მოსამართლეს შუამდგომლობა წარვუდგინე და ვამტკიცებდი, რომ მისი პატიმრობაში დატოვება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა იქნებოდა. წარმოიდგინეთ, იმ მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო და პატიმარი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ახლა 2026 წელია. მას შემდეგ 20 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ. აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება დუმს.
რატომ ავიწყდებათ ადამიანებს, რომ როცა უსამართლო გადაწყვეტილებას ხელს აწერენ, ვერასოდეს დაიმალებიან და გაექცევიან პასუხისმგებლობას“, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.

