spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი...

“როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი აღმოცენდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში სამართალდამცავების მხრიდან მომხდარი ძალადობის ფაქტების შეფასებისას კონკრეტულ ექსპერიმენტებს იხსენებს და შეფსაბამის დასკვნებს აკეთებს:

როდესაც ვხედავთ, როგორ სცემენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები დაკავებულ ადამიანს, საქმე რამდენიმე ცუდ ადამიანთან არ გვაქვს.

ზიმბარდოს ცნობილი “სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი“ აჩვენებს, რომ ერთდროულად მიცემული ძალაუფლება და დაუსჯელობის განცდა ადამიანებში ხშირად აღვიძებს არა მისთვის მიბარებული ადამიანის დაცვის, არამედ ძალადობის ტენდენციას.

ამის არტისტული მაგალითი იყო მარინა აბრამოვიჩის პერფორმანსიც “Rhythm 0“, სადაც მაყურებლებს სრული თავისუფლება მიეცათ, ექნათ ყველაფერი, რაც მოეპრიანებოდათ მათ წინაშე მდგარი არტისტისთვის. ექსპერიმენტი თანდათან ზრუნვიდან უკიდურეს აგრესიაში გადაიზარდა.

ადამიანის ბუნებაში არსებობს როგორც თანაგრძნობის, ისე ძალადობის პოტენციალი. რომელს გააძლიერებს საზოგადოება, დამოკიდებულია ზოგად ფსიქოლოგიურ ატმოსფეროზე, ყოფითი ქცევის ზოგად კულტურაზე, ანგარიშვალდებულებაზე და იმაზე, თუ როგორ რეაგირებს სისტემა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე. როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი აღმოცენდება და თანაც საქართველოს უბედურება ისაა, რომ მთავრობიდან მთავრობას გადაეცემა ეს ბანდები, რადგან ყოველი მთავრობაც ერთმანეთისგანაა ამოზრდილი.

ძალადობა ყველგან ხდება, მაგრამ ჯანსაღი საზოგადოება ის არის, სადაც ძალადობა არ ნორმალიზდება, არ მართლდება და არ რჩება დაუსჯელი“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...

“თქვენი მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს. მგონი, გასაგებად ავხსენი” – ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“საპატრიარქოს დუმილი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე მორალური გზავნილი იქნება” – რომან გოცირიძე

რუსეთის მხრიდან კიევის პეჩორის ლავრის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...