თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმა დეპუტატ ნინო წილოსანის საჯარო პოსტზე შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო.
ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ირონიული სტატუსით, ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“მე მაგარი გადარჩენილი ვარ. წილოსანმა ჯერ კიდევ მაშინ დამბლოკა, როცა ეს კანონები არ არსებობდა.
მადლობა ნინო“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი.

