ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:
“14 წელია საქართველოში იმარჯვებს პარტია, რომელიც გავეშებული ებრძვის საკუთარი ხალხის გამარჯვებას, ცდილობს ჩაკლას მასში იმედი, ბრძოლის ჟინი, გამარჯვების წყურვილი, სიმამაცე, გააღვიძოს შიშები, სიმხდალე.
14 წელია ამ ქვეყანაში დამარცხებული სული იმარჯვებს და ასე იქნება მანამ, სანამ ამას არ გავიაზრებთ.
ილია თოფურია კი არა, მაკედონელიც ვერ გაგვამარჯვებინებს ქართველებო, თუ საკუთარი გამარჯვება არ მოვინდომეთ.
აი უნგრეთში მადიარი გაიმარჯვებს, სომხეთში – ფაშინიანი, ზელენსკი რუსებს წამოაჩოქებს და ჩვენც გვეშელება. მარცხთან წილნაყარი ხალხი შეიძლება მხოლოდ ასე აზროვნებდეს.
ქოცებიც ხომ დიფსთეიტის დამარცხებას ელიან, ოღონდ ხან ტრამპს უნდა დაემარცხებინა, ხან პუტინს და ახლა სი ძინ პინის იმედად არიან.
სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.

