პარასკევი, აპრილი 19, 2024

რატომ უნდა იყოს საქართველო ასეთი გაჭირვებული, როდესაც ამხელა პოტენციალი აქვს, რატომ უნდა გვშიოდეს?! – გიორგი ვაშაძე

ურეკში, სოფელ მაგნეტიტში არსებულ რეალობას ეხმიანება პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. მისი თქმით ირგვლივ ყველაფერი გავერანებულია და ძალიან ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი, მაგნიტური ქვიშა კი რომელიც სამკურნალოა და ერთადერთია მსოფლიოში, მაგნეტიტში სანაპირო ზოლზე ქვიშის ნახევარს ბეტონი გადააგეს. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოში მსგავსი სიტუაცია კიდევ ბევრ რეგიონშია.

გიორგი ვაშაძის თქმით საქართველოში 24 000 ადამიანია, რომელსაც 15 ათას ლარზე მეტი აქვს შემოსავალი, დანაჩენი მოსახლეობა მშიერია და ღარიბი, მაშინ როდესაც ქვეყანას ამხელა პოტენციალი აქვს:

მე ახლა ვარ ადგილას, რომელიც მსოფლიოში ერთადერთია მაგნიტური ქვიშით, ურეკში, სოფელ მაგნეტიტში. მსოფლიოში სხვა ადგილი არ არსებობს, სადაც შეიძლება ასეთი სამკურნალო ადგილი მოიძებნოს.

ურეკი, ეს არის მსოფლიოში ერთადერთი გამონაკლისი ადგილი, სადაც სანაპირო ზოლზე დაახლოებით კილომეტრსა და ორას მეტრზე არის მაგნიტური ქვიშა, რომელიც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ არის უნიკალური.

აქ არის უფუნქციო სასტუმროს შენობა, რომელიც გავერანებულია ასევე ცენტრალურ ქუჩაზე, იცით როგორი სიტუაციაა ურეკში, რომ შეესევიან ადგილს და ქაოტური მშენებლობები მოუწესრიგებად მიმდინარეობს. რეალურად უპატრონოდ არის ადგილი, მხოლოდ და მხოლოდ ფულს აკეთებენ, მეტს არაფერს. დაახლოებით ასობით მილიონის შემოსავალია პოტენციალი გვაქვს, რატომ ვკარგავთ?!

პოზიტივიც მინდა ვთქვა, რომ ცენტრალურ ქუჩაზე აკეთებენ ტროტუარს, რაც ძალიან კარგია, ასევე ვესაუბრე ადგილობრივ მოსახლეობას და ისინი აღნიშნავენ, რომ ამ ტროტუარს მხოლოდ კონკრეტულ სასტუმრომდე აკეთებდნენ, ანუ სასტუმროს იქით აღარ გაკეთდებოდა სავალი ნაწილი ქვეითებისათვის. უნდა აღვნიშნო, რომ სოფლის რწმუნებულმა იაქტიურა და გააგრძელებენ რამდენიმე მეტრზე კიდევ ტროტუარის მოპირკეთებას.

ასევე აქ იცის უხვი ნალექი, ყველამ კარგად ვიცით, რომ შავ ზღვის მხარეში წვიმა ხშირად მოდის, თუმცა აქ სანიაღვრე სისტემა არ არის გაკეთებული, მოსახლეობა შეწუხებულია, რადგან არ იციან ეს წვიმის წყალი სად წავა.

საფეხმავლო ბილიკიც კი არ არის მოწესრიგებული. მოსახლეობას კი ეშინია კამერების წინ გამოჩენის, რადგან თვლიან, რომ პრობლემები შეექმნებათ.

მთელს საქართველოს შემოვივლი, განახებთ რისი მფლობელებიც ვართ და რა ხდება ქვეყანაში. ეს უბრალოდ ენით აღუწერელია არ ვიცი ვისთან გვაქვს საქმე. ასე როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა?! გავერანებულია ყველაფერი.

აქ ასევე აკეთებენ ბულვარს. პლაჟი უბრალოდ აღარ არის. სანაპირო ზოლზე მაგნიტურ ქვიშაზე დაგებულია ბეტონი, ზუსტად ამ ქვიშას, რომელიც ბეტონის ქვეშ მოექცა აქვს არა მხოლოდ ფასი, არამედ უფალმა ეს საუცხოო შესაძლებლობა გვიბოძა და თან ძალიან ცოტა გვაქვს ესეთი ქვიშა, სულ რაღაც კილომეტრი და 200 მეტრი და ახლა დარჩება ამის ნახევარი. ასევე მაინტერესებს სად უნდა წავიდეს ზღვა?! პლაჟი?!

საქართველო უნიკალური ქვეყანაა, ცოტა ხნის წინ წყალტუბოში ვიყავი, რომელზეც გვპირდებოდნენ მილიარდების ინვესტიციას და გავერანებულია გაჩანაგებულია, ნუთუ გული არ გტკივათ? რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ 8 წლის განმავლობაში?

24 ათასი ადამიანია საქართველოში რომლებსაც 15 ათას ლარზე მეტი აქვთ შემოსავალი თვეში და დანარჩენი საქართველო მოსახელობა გაჭირვებულია, ღარიბია, მშიერია, კითხვას ვსვამ ძალიან მარტივს, რატომ უნდა იყოს საქართველო, რომელსაც ამხელა პოტენციალი აქვს ასეთი გაჭირვებული?! რატომ უნდა გვშიოდეს?!

ჩვენ არ ვიყოფით ნაციონალებად და ქართული ოცნების ადამიანებად, ჩვენ ვიყოფით ადამიანებად, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო და ვიყოფით ადამიანებად, ვისაც უნდა რომ ძარცვოს ეს ქვეყანა“, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული