მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გამოთქმულ გასაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, კონკრეტული შეფასება-მინიშნებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:
“ისევ შეეშალა – პელე დღემდე მეფეა და გროსმაისტერი შესაძლოა, სულაც არ იყოს გვირგვინოსანი და ვერც ვერასოდეს გახდეს.
ნუ ჭადრაკს მიღმა – როგორც განმარტებითი ლექსიკონი გვეუბნება: გროსმაისტერი არის – შუა საუკუნეებში სასულიერო-რაინდული ორდენის მეთაური… ორდენი და მასონები უნდა ახლა, დიპ სტეითს რომ ებრძვის, იმ კაცს?
დედა, რა შარში ვართ, გვანჯი პატონი… (თავადი გვანჯი ვინ არის იცით ალბათ…)“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

