spot_img
მთავარირეგულაციები და წესები"საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში"...

“საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში” ცვლილებები შევიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა. გავრცელებულ განმარტებებში აღბიშნულია, რომ აღნიშნული ბრძანება ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა.

აღნიშნული ცვლილებები ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა.

აკრედიტაციის წესის მე-3 მუხლში ცვლილება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების წესს ადგენს.

ცვლილების თანახმად, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადის წარდგენის ვადები არ გავრცელდება იმ მედიასაშუალებაზე, რომელსაც მისი აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით აკრედიტაცია ვადამდე გაუუქმდა და განსაზღვრული ვადით შეეზღუდა საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადის წარდგენის უფლება. შეზღუდვის ვადის გასვლის შემდეგ კი აღნიშნული მედიასაშუალება უფლებამოსილი იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართოს ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს სააკრედიტაციო წლის 1 ნოემბრისა.

ევროპარლამენტში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ცვლილება შეეხო აკრედიტაციის წესის მე-11 მუხლს, რომლითაც აკრედიტებული მედიასაშუალების აკრედიტაციის ვადამდე გაუქმების საფუძვლებია განსაზღვრული. კერძოდ, მედიასაშუალების აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, შესაძლებელია შესაბამის მედიასაშუალებას ვადამდე გაუუქმდეს აკრედიტაცია და არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდოს ამავე წესით გათვალისწინებული აკრედიტაციების მიღების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის უფლება.

ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ არა აკრედიტებული მედიასაშუალების ჟურნალისტის მიერ მოხდება ამავე წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევა, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, მას, აგრეთვე, შეიძლება არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდოს აკრედიტაციის მიღების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის უფლება.

ასევე, აკრედიტებული მედიასაშუალების აკრედიტაციის ვადამდე გაუქმების საფუძვლებს დაემატა შემთხვევა, როდესაც აკრედიტებული მედიასაშუალების საქმიანობა აღარ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ცვლილება შევიდა აკრედიტაციის წესის მე-12 მუხლშიც. ცვლილების თანახმად, აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, მას აკრედიტაცია ვადამდე გაუუქმდება და შესაბამის მედიასაშუალებას არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდება აღნიშნული ჟურნალისტის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად წარდგენილი ჟურნალისტების სიაში შეყვანის უფლება. ამასთანავე, იმ მედიასაშუალებას, რომელიც არ არის აკრედიტებული, არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდება ამ ჟურნალისტისთვის ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის თაობაზე განაცხადით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის უფლება. აღნიშნული ნორმა აგრეთვე, ევროპარლამენტში მოქმედი რეგულაციების ანალოგიურია.

ცვლილება შეეხო აკრედიტაციის წესის მე-13 მუხლსაც, რომლითაც აკრედიტებული ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების წესია განსაზღვრული. ცვლილების თანახმად, აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით მოხდება მისთვის აკრედიტაციის ვადაზე ადრე გაუქმება, რამაც, ასევე, შეიძლება გავლენა იქონიოს მისი მედიასაშუალების აკრედიტაციის მოქმედებაზეც.

ევროპარლამენტის გამოცდილების გათვალისწინებით, ცვლილებები შევიდა აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში, სადაც აკრედიტებული ჟურნალისტის ვალდებულებების პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის ნორმა: ჟურნალისტი ვალდებულია სათანადო პატივისცემა გამოიჩინოს საქართველოს პარლამენტის სასახლეში მყოფი ყველა პირის ღირსებისა და პირადი სივრცის მიმართ, აგრეთვე გაუფრთხილდეს პარლამენტის ქონებას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ შეტანილი ცვლილებების მსგავსი წესები მოქმედებს ევროპარლამენტშიც, რომელიც ევროპარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებითაა მიღებული და ევროპის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობებში მედიის წარმომადგენლების მიერ მუშაობის განხორციელების წესებს ადგენს“, – ნათქვამია გამოცემულ ბრძანებაში.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...

“ჩავიფიქრე! რომ მოვრჩები, ისევ ბევრს ვიმოგზაურებ და ისევ ლამაზი გოგო ვიქნები…” – ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძის ემოციური სტატუსი, სოციალურ ქსელში, პოზიტიური მოლოდინებით და...

“მოკლედ რაც შეეხება სომხეთის არჩევნებს. მეზობლები ნამდვილად არ გაიმეორებენ ჩვენს შეცდომას შესაბამისად, რუსი ოლიგარქის...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის კონკრეტული მოლოდინები და პოლიტიკური...

“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქ.ო. მთელი გულით უნდა გულშემატკივრობდეს ფაშინიანის დამარცხებას და ამას ორი...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი თავის მოსაზრებას აფიქსირებს სომხეთის არჩევნებთან დაკავშირებით...

“რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები სომხეთში?” – ზურაბ ბატიაშვილი

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სომხეთში 7 ივნისის დაგეგმილი არჩევნების გეოპოლიტიკურ...