პარასკევი, აპრილი 19, 2024

მდინარე ალგეთის შენაკადებში 20 000 ერთეული ნაკადულის კალმახის ლიფსიტი გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტომ პოპულაციის აღდგენის მიზნით, მდინარე ალგეთის შენაკადებში 20 000 ერთეული, აღმოსავლეთ პოპულაციის (მტკვრის აუზი) ნაკადულის კალმახის ლიფსიტი გაუშვეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაშვებული თევზების მეთვალყურეობისთვის ფოტო-ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. საგეენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის, ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული