spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ "ავლაბარში" წყალი ისე...

“ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ “ავლაბარში” წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ – ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს და საკუთარ მოადგილეებს ავალებს, შეისწავლონ მეტროსადგურ „ავლაბარში“ უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი პრობლემა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია ორი წლის წინ დასრულდა და აუცილებლად მოსაკვლევია, რატომ ჩავიდა წყალი და იყო თუ არა სამუშაოები ხარისხიანად შესრულებული.

უხვი ნალექის გამო, გარკვეული პრობლემები შეიქმნა „ავლაბრის“ მეტროსადგურში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ დასრულდა. კადრები ყველამ ვიხილეთ – ფაქტობრივად ისე წვიმდა, როგორც გარეთ. სადგური მანამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, ამორტიზებული, ავარიული. გარკვეული დრო დასჭირდა პროექტის შეთანხმებას და პროცედურებს, მაგრამ პროექტი მაინც განხორციელდა, ახლა კი ფაქტია, არსებობს ხარვეზი, რაც უხერხულობასა და დისკომფორტს ქმნის.

მინდა, დავავალო ჩვენი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს, ასევე ჩემს მოადგილეებს, რომ დავიწყოთ აღნიშნული საქმის მოკვლევა. არ მინდა წინასწარ ვისაუბრო, თუმცა კომპანიები, ამა თუ იმ პროექტზე სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობას იღებენ და მნიშვნელოვანია სამუშაოები ხარისხიანად შეასრულონ.

ვნახე ფოტოებიც, სანიაღვრე მილები ერთმანეთთან აცდენილი იყო და რატომ იყო აცდენილი, ამაზეა პასუხი გასაცემი. არ ვიცი ვისი ბრალია – კომპანიის, მიმღების თუ ზედამხედველის. აუდიტის სამსახურს ევალება, ყველაფერი მოიკვლიოს და თუ საჭირო იქნება, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მიმართა ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელს, ვინც დედაქალაქის მერიის პროექტებზე მუშაობს, რომ სამუშაოების შესრულების დროს პასუხისმგებლობა და ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ზოგადად მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ეს გვაზიანებს ყველას, პირადად მეც. აქ კომპანიაზე არავინ საუბრობს, ყველა საუბრობს მერიაზე და ჩვენზე. ასეთ ფაქტებს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.

კომპანიებმა, რომლებიც მერიის პროექტებზე მუშაობენ, კარგად უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებლობა და ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სამუშაოებს ვატარებთ იმიტომ, რომ ათეულ წლებს გაუძლოს, ყველაფერს ძირეულად ვცვლით, იქმნება დისკომფორტი, სამუშაოებს მეტი დრო სჭირდება, გადაადგილება იზღუდება, მაგრამ ამ ტიპის სამუშაოებს სხვანაირად ვერ შევასრულებთ. როგორც ჩვენ, კომპანიებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს.

ეს ქალაქი მხოლოდ თბილისის მერიის მთავრობის წევრების ხომ არ არის, ყველასია და ყველამ თანაბრად უნდა გადავინაწილოთ ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ დედაქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით, შვილებით და ყველაფერი საუკეთესო გვინდა ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მოსული უხვის ნალექის შედეგად, გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მისამართზეც შეიქმნა, თუმცა შესაბამისი სამსახურები პირველივე დღიდან ადგილზე არიან და გვერდით უდგანან მოსახლეობას.

ბოლო პერიოდში საქართველოში და მათ შორის თბილისში მოსულმა ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა, როგორც არსებულ ინფრასტრუქტურას, ისე დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ჩამოშალა ფერდები და გრუნტის დამჭერი კედლები.

წვიმამ დედაქალაქში რამდენიმე ადგილას მოგლიჯა ხეები, დაზიანდა განათების ბოძები, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურა. აღარ დავიწყებ დეტალურად ჩამოთვლას პრობლემების. ჩვენი შესაბამისი სამსახურები პირველივე დღიდან აქტიურად არიან ჩართულნი, ხდება პრობლემების აღწერა, თუ რა დაზიანდა და შესაბამისი ნაბიჯები იდგმება.

არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც უამინდობამ პრობლემა შეუქმნა და მათთან ჩვენი თანამშრომლები არ მისულიყვნენ. ყველას მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მათ ვერ მოიპოვეს მთავარი – ხალხის ნდობა და პატივისცემა იმიტომ, რომ არ უყვართ საკუთარი...

„ბოლო კვირებია, ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩვეული დაპირისპირებების მომსწრენი ვართ....

“მოკლედ რაც შეეხება სომხეთის არჩევნებს. მეზობლები ნამდვილად არ გაიმეორებენ ჩვენს შეცდომას შესაბამისად, რუსი ოლიგარქის...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის კონკრეტული მოლოდინები და პოლიტიკური...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...