spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"კომპანია "ტეზერთან" სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც...

“კომპანია “ტეზერთან” სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება” – კახა კალაძე

საქართველოსა და მსოფლიოს უდიდეს ბლოკჩეინ-პლატფორმა „ტეზერს“ (Tether) შორის სტრატეგიული პარტნიორობა ფართოვდება.

თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად დაესწრო.

დღევანდელი შეხვედრის მთავარ მიზანს ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და იმ ინოვაციური პროექტების განხილვა წარმოადგენს, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებას დაუდებს საფუძველს.

ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს ბიზნესსექტორის განვითარებას, შემოდის უცხოური ინვესციტიები და ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება.

მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისი მასპინძლობს ღონისძიებას, სადაც ვსაუბრობთ მსოფლიოში ლიდერ, ციფრული ეკონომიკის სიმბოლოდ ქცეულ უმსხვილეს კომპანია „ტეზერთან“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე. საქართველო, „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობით, დგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს, რაც ქართული ფინანსური ბაზრის ტექნოლოგიურ განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ისახავს მიზნად.

მიხარია, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, რომ ასეთი მსხვილი კომპანია შემოდის ქვეყანაში. ეს არის შედეგი იმ ძალისხმევის და გატარებული რეფორმების, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და პარლამენტმა კოორდინირებულად გასწია.

ეს არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება. რაც მთავარია, ეს არის ქართული ეკონომიკის შეუქცევადი განვითარების გზა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კომპანია „ტეზერის“ წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან სამომავლო თანამშრომოლობის მზაობა გამოთქვა.

მინდა, წარმატებები ვუსურვო „ტეზერს“. ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით აქვთ ამბიციური გეგმები. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და გამოვთქვამთ მზადყოფნას თანამშრომლობისთვის, ხელშეწყობისთვის. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მსგავსი ტიპის ინვესტიციების განხორციელებას ქვეყანაში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში მიმოიხილავენ „ტეზერის“ საქმიანობას, რომელმაც 2014 წლიდან მოყოლებული, გლობალურ ფინანსურ ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლები ღონისძიების მონაწილეებს გააცნობენ კომპანიის გლობალურ ხედვასა და სამომავლო გეგმებს, მათ შორის, უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებულ ინიციატივებსა და თანამშრომლობის პოტენციალს.

ღონისძიებას „ტეზერის“ დამფუძნებელი ჯანკარლო დევაზინი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პაოლო არდოინო, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

“ივანიშვილი რამდენიმე ხერხით ცდილობს ამერიკასთან დალაგებას…” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგების მხრივ მმართველი გუნდის და...

“ყოველი ახალი წელი ამ ომში უკრაინას უფრო გამოცდილს, ძლიერს და ტექნოლოგიურს ხდის, ხოლო რუსეთს...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...