spot_img
მთავარიეს საინტერესოაThe Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. გამოცემამ სტატია სათაურით „დახვეწილი მოგზაურის სრულყოფილი გზამკვლევი“ მაისის ნომერში გამოაქვეყნა, სადაც ბათუმი პორტუგალიის, ტაილანდის, ესპანეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის და სხვა ტურისტული მიმართულებების გვერდითაა დასახელებული.

ბათუმი ზღვისპირა დასვენებისა და სამთო თავგადასავლების მოყვარულ მოგზაურებს იზიდავს იქ, სადაც მოელვარე შავი ზღვა კავკასიონის მთის კალთებს ერწყმის. ბათუმის ჰორიზონტი თანამედროვე ცათამბჯენებისა და ისტორიული შენობების ნაზავია, ხოლო მისი ცოცხალი კულტურული ცხოვრება საქართველოს გამორჩეულ ტრადიციებს ირეკლავს — ფერადი ცეკვებითა და კოსტიუმებით დაწყებული პოლიფონიური სიმღერით დამთავრებული,“ – წერია სტატიაში.

The Telegraph-ის ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებს ყოველთვიურად მხოლოდ ბრიტანეთში 27 მილიონამდე, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონამდე მკითხველი ჰყავს. ბათუმზე საუბრისას გამოცემა, არც მთიან აჭარასა და ეროვნულ პარკებს ივიწყებს.

გაისეირნეთ პალმებით მოფენილი ბულვარის სანაპიროზე ან ეწვიეთ აყვავებულ ბოტანიკურ ბაღს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მცენარეებია თავმოყრილი. ქალაქის მიღმა, დიდებული იუნესკოს ეროვნული პარკები და მაღალმთიანი აჭარის შთამბეჭდავი პეიზაჟები გელოდებათ. ამ პატარა, მაგრამ დინამიური ქალაქის მონახულება, თავისი თავგადასავლებითა და დაუსრულებელი მზიანი დღეებით, გაჩვენებთ, თუ როგორ კარგავს ის ფარული საგანძურის სტატუსს და ხდება ევროპის ერთ-ერთი წამყვანი, ყველა სეზონის დანიშნულების ადგილი. დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი visitbatumi.com-ზე“.

The Telegraph, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამოგზაურო სექცია აქვს არამარტო ბრიტანულ, არამედ საერთაშორისო მედიაში, მკითხველებს სთავაზობს სამოგზაურო გაიდებს, ექსპერტების რეკომენდაციებსა და შთამაგონებელ სტატიებს. სტატიის ლინკი იხილეთ ბმულზე https://www.telegraph.co.uk/lifestyle/apl-media/hidden-gems-travel/ .

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველების...

დომბა – Bison Bonasus

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა, გაიცანით დომბა...

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური კურსი წარმატებით დასრულდა

აჭარაში დამწყები გიდების ინტენსიური გადამზადების პროგრამა დასრულდა. დღეს, აჭარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...