ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“სრული უსამართლობა – მეც კრედიტის გადამხდელი ვარ, მაგრამ ჩემზე არ ზრუნავს ჩემი სახელმწიფო!” – ირაკლი მაისურაძე

მეც იპოთეკური კრედიტის გადამხდელი ვარ- ბევრჯერ გამიჭირდა სწორედ ბინის შესაძენად აღებული კრედიტის გადახდა – რატომ ვერცერთხელ ვერ აღმოვჩნდი სახელმწიფოს ზრუნვის – სამიზნე?“ – ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს და მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება. ჟურნალისტის თქმით უსამართლობაა, როცა სახელმწიფოში შერჩევითი სამართალია და თან ისეთ ადამიანებს ეხმარება, ვინც სოციალურად გაჭირვებული არ არის:

სრული უსამართლობა – მეც კრედიტის გადამხდელი ვარ, მაგრამ ჩემზე არ ზრუნავს ჩემი სახელმწიფო!

– არ მაქვს არანაირი სურვილი გადასახადებისაგან შექმნილი ბიუჯეტით, მათ შორის ჩემი წვლილით, ვიღაცის ბინის ყიდვა დავაფინანსო და მითუმეტეს დეველოპერების ჯიბე შევავსო – უსამართლობაა, როცა სახელმწიფო შერჩევით ეხმარება თან ისეთ ადამიანებს ვინც სოციალურად გაჭირვებული არ არის.

ვიმეორებ მეც იპოთეკური კრედიტის გადამხდელი ვარ – ბევრჯერ გამიჭირდა სწორედ ბინის შესაძენად აღებული კრედიტის გადახდა – რატომ ვერცერთხელ ვერ აღმოვჩნდი სახელმწიფოს ზრუნვის – სამიზნე?

რატომ უნდა დავუფინანსო ჩემი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებით ვიღაცის ბინის ყიდვა – “ეს არის ჩვენი მოქალაქეების დახმარება” – ტყუილია?

რატომ ვერასდროს ვერ გავხდი “ასეთი ჩვენი” მოქალაქე?

უსამართლობაა ძალიან დიდი უსამართლობა – არ დამიწყოთ ეხლა გრძელვადიან პერსპექტივაზე და სამშობლოზე საუბარი ვთვლი რომ ძალიან არასწორი მიდგომაა.

და რაც მთავარია – უ ს ა მ ა რ თ ლ ო“ – წერს ირაკლი მაისურაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული