spot_img
მთავარიარჩევნები"რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს ცესკოს ყოფილი წევრი, “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, ანა კობახიძე და “ოპოზიციის ალიანსის” მიერ შემოთავაზებულ ვერსიასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს:

რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?

ტრადიციული შერეული მოდელი გულისხმობს საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას როგორც პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი წევრებით, ისე ე.წ. „პროფესიული ნიშნით“ არჩეული ნეიტრალური წევრებით. თუმცა, ჩვენს რეალობაში, ეს მოდელი ფასადურია:

  • პრაქტიკაში ე.წ. პროფესიული ნიშნით არჩეული (პრაქტიკაში დასმული) წევრების აბსოლუტური უმრავლესობა იღებს მმართველი პარტიის სრულიად იდენტურ გადაწყვეტილებებს. არ არსებობს არცერთი პრეცედენტი, როდესაც მათ პრინციპულ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია დაეფიქსირებინათ ან განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღოთ;

  • ნაცვლად იმისა, რომ ეს წევრები საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურებოდნენ, მათი ერთადერთი რეალური ანგარიშვალდებულება მმართველ პარტიასთან აქვთ. შესაბამისად, შერეული მოდელი პრაქტიკაში მხოლოდ ხელისუფლების მიერ კომისიის სრულ კონტროლს ემსახურება.

რატომ არის ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვერსია უფრო სამართლიანი?

წარმოდგენილი მოდელი მთლიანად უარს ამბობს ილუზორულ ნეიტრალიტეტზე და გადადის წმინდა პოლიტიკური/პარიტეტული დაკომპლექტების პრინციპზე. იგი რამდენიმე მიზეზით მიიჩნევა უფრო სამართლიანად:

1. რეალური პოლიტიკური ბალანსი (წარმომადგენლობითობა): კომისიაში ადგილს იღებს ყველა ის ძალა, რომელმაც ბოლო ორ საპარლამენტო არჩევნებზე (2020 წელს 1%-იანი და 2024 წელს 5%-იანი ბარიერით) ამომრჩევლის ლეგიტიმაცია მოიპოვა. ძალთა ბალანსი ასახავს საზოგადოების რეალურ განწყობებს და გამორიცხავს ერთი გუნდის დომინირებას;

2. ურთიერთკონტროლი: როდესაც კომისიაში მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტები სხედან, თითოეული წევრი მოტივირებულია, მაქსიმალურად გააკონტროლოს მეორე მხარე. სამართლიანობა აქ მიიღწევა ინტერესთა კონფლიქტის დაბალანსებით მხარეები ერთმანეთს უბრალოდ არ მისცემენ მანიპულაციის საშუალებას.

შენიშვნა: პარტიები, რომლებსაც კომისიაში წევრი ეყოლებათ:
1. „ქართული ოცნება“
2. „კოალიცია ცვლილებისთვის“
3. „ნაციონალური მოძრაობა“
4. „ძლიერი საქართველო“
5. „გახარია საქართველოსთვის“
6. „ევროპული საქართველო“
7. „სტრატეგია აღმაშენებელი“
8. „პატრიოტთა ალიანსი“
9. „ლეიბორისტული პარტია“
10. „გირჩი“
11. „მოქალაქეები“, – წერს ანა კობახიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ”

ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის მიმოხილვას ახდენს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...