spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები17 მაისს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით...

17 მაისს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მსვლელობა 11:00 საათზე ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. 08:00-დან 14:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გია ჭანტურიას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ასევე, ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე.

რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე, საიდანაც მარცხნივ მოხვევით ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან.

თავისუფლების მოედანზე საგზაო მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეიზღუდება ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზეც.

თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც საავტომობილო მოძრაობა მიმდევრობით შეიზღუდება ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე.

ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები გადაადგილდებიან მშრალი ხიდის გავლით, კოსტა ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრავი ავტომანქანები ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გამოყენებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდგომ იალბუზის, ბოჭორმის ქუჩებზე და ქეთევან დედოფლის გამზირზე ავლაბრის მოედნის მიმართულებით.

საგზაო მოძრაობა მსვლელობის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად აღდგება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

დომბა – Bison Bonasus

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა, გაიცანით დომბა...

2026 წლის 1 მაისიდან 2 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 5.2 ათასი ტონა მოცვი, 34.2...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით: 2026 წლის 1...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ბაჩანა ახალიასთვის სასჯელის გამოტანით, სასამართლომ, ჩემი აზრით, დაუშვა ძალიან სერიოზული სამართლებრივი შეცდომა” – გოჩა...

სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის...