პარასკევი, აპრილი 19, 2024

მივესალმები ახალი პოლიტიკური გუნდების ჩამოყალიბებას, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა ვითანამშრომლოთ იმისათვის, რომ ქვეყანას მოვუტანოთ ახალი პერსპექტივა – გიორგი ვაშაძე

ალექსანდრე ელისაშვილის გადაწყვეტილებას პარტიის შექმნასთან დაკავშირებით ეხმიანება პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და აღნიშნავს, რომ მიესალმება ახალი პოლიტიკური გუნდების ჩამოყალიბებას და მათთან თანამშრომლობას, რადგან ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ასევე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების ერთობლივი თანამშრომლობა, რადგან ეს კავშირი ქვეყნისთვის ახალი პერსპექტივების მომტანი იქნება:

ყოველთვის მივესალმები ახალი პოლიტიკური გუნდების ჩამოყალიბებას, რაც მთავარია ჩვენ, ალეკო ელისაშვილთან ერთად, მაგალითად სასამართლო რეფორმის კონცეფციას მოვაწერეთ ერთობლივად ხელი.

დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა ვითანამშრომლოთ პირველ რიგში, იმიტომ, რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და თავიდან ავირიდოთ საარჩევნოდ გაყალბება და რაც მთავარია, უნდა ვითანამშრომლოთ იმისათვის, რომ ქვეყანას მოვუტანოთ ახალი პერსპექტივა, აქედან გამომდინარე მე სასაუბროდ ყოველთვის მზად ვარ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული