ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი გახარია არის ჯალათი, ის "ქართული ოცნების" მმართველობის...

გიორგი გახარია არის ჯალათი, ის “ქართული ოცნების” მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედია! – თინათინ ბოკუჩავა

თქვენთვის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თქვენი მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ, ადამიანებს ცხოველებისათვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ,” – ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის მხოლოდ 10%-ზეა გათვლილი, იმ დროს, როცა დანარჩენი 90%-ის უდიდესი ნაწილიც სიღარიბეში ცხოვრობს.

„ბატონო გახარია, კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა ზუსტად 3 თვე და დღემდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს ერთი თეთრის დახმარებაც კი არ მიუღია. ჩემი აზრით, ეს არის ის ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა უპასუხოთ.

იცით, რომ ეპიდემიას მოსახლეობის მხოლოდ 5% შეხვდა დანაზოგით, რომ 10-დან 7 ეპიდ გამოწვევას საბანკო ვალით შეხვდა? რატომ გათვალეთ თქვენი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის დაახლოებით მხოლოდ 10%-ზე, მაშინ როდესაც 90%-ის უდიდესი ნაწილიც ასევე სიღარიბეშია?! რატომ თქვით უარი ჩვენს კონკრეტულ შემოთავაზებაზე, რომ 5 000-მდე ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, დაბრუნებულიყო სამშობლოში სრულიად უფასოდ?! რატომ არ გაეცით სამთავრობო განკარგულება ეპიდემიის დროს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე?!

ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ ასეთი კრიზისის დროსაც კი ღარიბაშვილი 100 ათასობით ლარს ძვირად ღირებულ საათებში ხარჯავს, გომელაური 2 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს ავეჯში, ხოლო კორუმპირებული კალაძე გადათხრილი გზების თავიდან გადათხრაში ხარჯავს 600 ათას ლარს. გასაგებია, რომ დღეს, აქ პერსონალურად ცდილობთ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე, რომლებიც ხშირად ხელფასებსაც ვერ იღებენ.

თავმომწონედ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თქვენი მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ, ადამიანებს ცხოველებისათვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ.

გიორგი გახარია არის ჯალათი! გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი! და რაც არ უნდა ეცადოთ დღეს, ბატონო გახარია, ამოეფაროთ თეთრ ხალათს, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი თვითშეგნების ხარჯზე თქვენ მიიწეროთ ქულები, თქვენს სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სავიზო შეზღუდვები არაა საკმარისი რუსული რეჟიმის მაცოცხლებლებისათვის. მკაცრი ფინანსური სანქციები უნდა ამოქმედდეს” – რომან...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ყველა რომ საკუთარ ამბიციებს და ეგოებს ზომავთ ამ ქვეყანაში, ეგებ ჯერ სახელმწიფოს ამბიცია განგვესაზღვრა!”...

ე.წ. ტექნიკური მთავრობის იდეის განსახილველად წამოწევას ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...