spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია, ჩვენ კი ბევრად...

“ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია, ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ წამოვეგოთ შემოგდებულ ტრიუკებს” – საბა სხვიტარიძე

ძალადობის ბრალდებით რამდენიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, კონკრეტული ფაქტების გახსენებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება სპატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, “კოალიცის ცვლილებებისთვის” წევრი საბა სხვიტარიძე:

ხუთი მოძალადე პოლიციელის დაკავება არაფერს ნიშნავს. მართლა რომ უნდოდეთ სისტემური ძალადობის გამოძიება, ბევრად მეტი მოძალადე იქნებოდა უკვე დასჯილი.

მაგალითად, მე დაზარალებულად მცნეს. თითქმის ყველა მოძალადის ვინაობა ცნობილია, რამდენიმე ნიღბიანის გარდა. ესენი არიან: მიხეილ სუჯაშვილი, ვანო გავაშელიშვილი, ლევან კუნდუხაშვილი, თორნიკე ჯაფარიძე და თედორე გიორგაშვილი ადამიანები, რომლებიც ჩემი ცემის ბრძანებებს გასცემდნენ და თავადაც ესწრებოდნენ ჩემს წამებას. ოთახში იმყოფებოდა გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილიც. უშუალო ბრძანებები კი მირიან ქავთარაძისგან მოდიოდა. უცნობია მხოლოდ ნიღბიანი პირები, რომელიც უშუალოდ მირტყამდნენ.

ეს ყველაფერი გამოძიებისთვის ცნობილია. პერიოდულად ისევ მკითხავენ ამ საქმეზე, მაგრამ წელიწად-ნახევარია არავინ დაუკავებიათ.

ამიტომ არ მჯერა არანაირი „ქოცების შემობრუნების“. ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია. ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ წამოვეგოთ შემოგდებულ ტრიუკებს.

წესიერ ქვეყანაში დაისჯებოდა როგორც შემსრულებელი, ისე ბრძანების გამცემი, ხოლო ხელისუფლება გადადგებოდა. ეს არის არა ცალკეული გადაცდომა, არამედ სისტემური დანაშაულია“, – აცხადებს საბა სხვიტარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კავკასიაში რუსეთს დარჩა ერთადერთი კოზირი – საქართველოს ხელისუფლება, რომლის გათამაშებასაც აუცილებლად შეეცდება” – გია...

სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს და ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით,...

“ისინი საკუთარ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსების მესიჯებს მოერგონ” –...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ცალკეული ოპოზიციური...

“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქ.ო. მთელი გულით უნდა გულშემატკივრობდეს ფაშინიანის დამარცხებას და ამას ორი...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი თავის მოსაზრებას აფიქსირებს სომხეთის არჩევნებთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...