spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"ეს 9 მაისს იმიტომ აღინიშნება, რომ კრემლმა არ...

“ეს 9 მაისს იმიტომ აღინიშნება, რომ კრემლმა არ ისურვა ზეიმი თავის სიტუაციურ მოკავშირეებთან და პოტენციურ მტრებთან ერთად” – კონსტანტინე გამსახურდია

8-9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს მწერალი, ფილოლოგი, ისტორიკოს-ლიტერატურათმცოდნე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია:

8-9 მაისი ფაშიზმის დაცემის დღე კი არა, ნაციონალ-სოციალიზმზე, იგივე ნაციზმზე გამარჯვების დღეა. და ეს 9 მაისს იმიტომ აღინიშნება, რომ კრემლმა არ ისურვა ზეიმი თავის სიტუაციურ მოკავშირეებთან და პოტენციურ მტრებთან ერთად – ეს კი დასავლეთი იყო მათ თვალში.

ფორმალურად მოიმიზეზეს, ეს უკვე მოსკოვის დროით მომდევნო დღე, ანუ 9 მაისი იყოო. (ღამის 12 საათს 1 წუთითაც რომ გადაცდება საათის ისარი, მომდევნო დღის თარიღი ეწერება) ამ დროს კაპიტულაცია მოხდა 8 მაისს და მთელი მსოფლიო ამ დღეს ზეიმობს. ამ დღის აღნიშვნა სტალინმა გააუქმა თავის დროზე, თუმცა 1965 წელს აღადგინეს ბრეჟნევის და მისი გუნდის მოთხოვნით.

დასავლეთმა ლენდ-ლიზით მოამარაგა საბჭოეთი და მასთან ერთად მოახერხა დიდი ბოროტების, გერმანული ნაციზმის დამარცხება. მაგრამ საბჭოეთს, რომელიც ცალკე ბოროტება იყო, ასევე საკუთარი მიზნები ჰქონდა – მონობის კედლების აგება ევროპაში და ეს კიდევაც მოიმოქმედა – ისევე, როგორც მანამდე ჰერმეტულად ჩაკეტა უზარმაზარი ქვეყნის საზღვრები. მიუხედავად ამისა, ყველა საბჭოთა თუ არასაბჭოთა ჯარისკაცი, ვინც ამ ნაცისტური ბოროტების მოსპობაში წვლილი შეიტანა, პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს: ქართველიც და არაქართველიც. თუმცა მათი თავგამოდება საბჭოთა სისტემამ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.

“ფაშიზმს” რაც შეეხება, ეს მოვლენა ნამდვილად იყო მუსოლინის იტალიაში და თავად ამ სიტყვის სემანტიკაც იტალიურიდან იღებს სათავეს. (fascio ნიშნავს “ერთობას”, “კავშირს”) მას, როგორც ტერმინს გერმანულთან საერთო არაფერი აქვს: (როგორც მოვლენას ცხადია, აქვს საერთო და მოკავშირეებიც იყვნენ) იგი რუსი საბჭოელების მათზე დარქმეული ტერმინია.

ასევე უნდა აღინიშნებოდეს სიმბოლურად საბჭოთა ტოტალიტარიზმზე მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდებით გამარჯვების დღეც: ეს შესაძლოა იყოს 9 ნოემბერი, როდესაც დაეცა ორად გაყოფილი ბერლინის კედელი 1989 წელს, ან 3 ოქტომბერი, როდესაც გერმანია 1990 წლის ამ დღეს კვლავ გაერთიანდა, რაც ასევე კომუნისტური სისტემის დასამარებას ნიშნავდა. თუმცა ეს დღე შეიძლება იყოს 26 დეკემბერიც, როდესაც სსრკ დაშლილად გამოცხადდა 1991 წელს. მწამს, მომავალში ასეც იქნება“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა” –...

მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული...

“ყოველი ახალი წელი ამ ომში უკრაინას უფრო გამოცდილს, ძლიერს და ტექნოლოგიურს ხდის, ხოლო რუსეთს...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკის...

შსს: “კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გორში სამართალდამცავების მხრიდან...

“კავკასიაში რუსეთს დარჩა ერთადერთი კოზირი – საქართველოს ხელისუფლება, რომლის გათამაშებასაც აუცილებლად შეეცდება” – გია...

სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს და ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...