spot_img
მთავარიოკუპაცია"დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში"...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად გამქრალა. ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკებიდან საქართველო იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და მებრძოლ სახელმწიფოდ, მკვეთრად გამოხატული ეროვნული იდენტობითა და დამოუკიდებლობისკენ მყარი სწრაფვით.

საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესს საქართველოში წინ უსწრებდა ეროვნული მოძრაობის გაძლიერება, რომელმაც ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად გადამწყვეტი როლი შეასრულა იმპერიის რღვევაში. ყველას გვახსოვს თბილისის 9 აპრილის ტრაგედია — სიმბოლური და ტრაგიკული მოვლენა, რომელმაც საბჭოთა სისტემის რეალური ბუნება გამოაჩინა. ორი წლის შემდეგ მსგავსი სცენარი განმეორდა ვილნიუსის იანვრის მოვლენების დროს, როდესაც საბჭოთა სამხედრო ძალამ ძალადობრივად დაარბია დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოსული მშვიდობიანი დემონსტრანტები.
ეროვნულ საკითხებში საქართველო და ბალტიის ქვეყნები იქცნენ ერთგვარ კატალიზატორებად სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისთვის. კრემლში ყოველთვის ახსოვთ, სად გაჩნდა დამოუკიდებლობის ნაპერწკალი და საიდან დაიწყო იმპერიის რღვევის პროცესი. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ რუსეთის მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება როგორც საქართველოს, ისე ბალტიის ქვეყნების მიმართ — ეს არის რეაქცია იმ ისტორიულ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენმა ხალხმა მოსკოვს შეუქმნა.

რუსეთის პოლიტიკა ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ, როგორც „დასჯის მექანიზმი“ — მცდელობა, მაგალითის სახით აჩვენოს სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს, რა მოჰყვება დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. ეს მიდგომა მკაფიოდ აქვს გაანალიზებული აკაკი ბაქრაძე-ს, რომელმაც ჯერ კიდევ 1994 წელს, აფხაზეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა:

სრულიად მკაფიო, ნათელი და გასაგებია, თუ თავს არ მოვიტყუებთ, რომ აფხაზეთიცა და ცხინვალის ოლქიც ჩვენ წაგვართვა რუსეთმა. დაგვსაჯა რუსეთმა ამით იმისთვის, რომ ჩვენ გამოვთქვით დამოუკიდებლობის და თავისუფლების სურვილი.

ჩვენ ერთხელ დაგვსაჯეს ამისთვის. 1918-21 წლებში, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არსებობდა და შემდეგ ისევ დაიპყრო რუსეთმა საქართველო, მაშინ ჩვენ ამ თავისუფლების სურვილისათვის წაგვართვეს საინგილო, ლორეს ოლქი და სხვა ტერიტორიები. მიუხედავათ იმისა, რომ კომუნისტური საქართველო რუსეთის ძაღლივით ერთგული იყო, ჩვენ არ დაგვიბრუნეს ეს ტერიტორიები. სასჯელი ბოლომდე გადაგვახდევინეს.

დღესაც ასე მოხდება. დღეს მეორედ გვსჯიან იმისთვის, რომ გამოვთქვით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილი და ამისთვის წაგვართვეს აფხაზეთისა და ცხინვალის ოლქი. მიუხედავათ იმისა, რომ დღევანდელი საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაშიც შედის, რათა მოსკოვს ერთგულება გამოუცხადოს, ამ ტერიტორიებს რუსეთი არ დაგვიბრუნებს. არ დაგვიბრუნებს, როგორც გითხარით იმისთვის, რომ ჩვენ დასჯილები ვართ და ამ სასჯელმა უნდა გვასწავლოს ერთხელ და სამუდამოდ.

ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენს თავში იმ ვაჟკაცობის აღზრდა, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ძლიერ მტერსაც ვეომოთ და ძლიერმა მტერმაც ანგარიში გაგვიწიოს“.

ამ შეფასებიდან სამი ათწლეულის შემდეგაც რეალობა არსებითად არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ერთ ეტაპზე შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში და სხვადასხვა ხელისუფლება პერიოდულად ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის „ნორმალიზებას“, შედეგი პრაქტიკულად ნულოვანია. მოსკოვის სტრატეგიულ გათვლებში არ შედის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება საქართველოსთვის.

როგორ ბატონი აკაკი იტყოდა — „თუ თავს არ მოვიტყუებთ“ და გავიზიარებთ, რომ მსოფლიო წესრიგი მკაცრი რეალპოლიტიკის კანონებით ფუნქციონირებს: მოლაპარაკება ეფექტურია მაშინ, როდესაც მხარეები შედარებით თანასწორ დისპოზიციებში იმყოფებიან ან ურთიერთდამოკიდებულების რესურსი აქვთ. სუსტ მხარესთან დიალოგი, როგორც წესი, ძალის პოზიციიდან მიმდინარეობს და მოკლევადიან, ცალმხრივ შედეგებს იძლევა.

ამ კონტექსტში რუსეთის პროქსი ძალებისგან ხშირად ისმის მოსაზრება, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ მოსკოვის მეშვეობით არის შესაძლებელი. თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოლაპარაკება შედეგიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეს აქვს შესაბამისი „რესურსი“ — პოლიტიკური, ეკონომიკური ან სამხედრო ბერკეტი. ამ ლოგიკას კარგად ასახავს დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში გამოყენებული მეტაფორა — „ძლიერ ბანქოს კარტებზე“, რაც ძალთა ბალანსზე მიუთითებს.

დღევანდელ პირობებში საქართველოს მოლაპარაკების მაგიდასთან სუსტი პოზიციები აქვს:

არ გააჩნია საკმარისი სამხედრო ძალა, არ ფლობს ისეთ რესურსს, რომლის დაკარგვაც რუსეთისთვის მტკივნეული იქნებოდა, და შესაბამისად — არ აქვს საკმარისი ბერკეტები, რომ მოსკოვი დათმობებზე წამოიყვანოს.

აქედან გამომდინარე, მთავარი კითხვა ისევ კითხვად რჩება: რამდენად რაციონალურია ისეთი მოლაპარაკების დაწყება, რომლის შედეგიც წინასწარ პროგნოზირებადად უარყოფითია?

რეალპოლიტიკის ლოგიკა გვკარნახობს, რომ ასეთ ვითარებაში ნაჩქარევი შეთანხმებები არა მხოლოდ ვერ უზრუნველყოფს ეროვნულ ინტერესებს, არამედ მომავალ თაობებსაც უზღუდავს მანევრის შესაძლებლობას — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გეოპოლიტიკური გარემო შეიძლება მომავალში უფრო ხელსაყრელი გახდეს ჩვენი ქვეყნისთვის.

შეჯამების სახით ვიტყვით: დიალოგზე საუბარი მაშინ, როდესაც მხარეებს შორის ძალთა ბალანსი არ არსებობს, უფრო პოლიტიკურ ილუზიას ჰგავს, ვიდრე რეალურ გამოსავალს. რეალპოლიტიკა არ ცნობს სურვილებს — ის ცნობს შესაძლებლობებს. თავისუფლების სურვილი საკმარისი არ არის — საჭიროა ძალა, რომელიც ამ სურვილს დაიცავს. საქართველოსთვის ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა არა მოლაპარაკების იმიტაცია, არამედ საკუთარი პოზიციების გაძლიერებაა — რათა მომავალში საუბარი თანასწორ პირობებში იყოს შესაძლებელი.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“არ არსებობს ქართველი, რომელმაც საკუთარ სამშობლოს იმდენი სიკეთე მოუტანა, რამდენიც ბატონმა ბიძინამ და მისმა...

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გასაკუთრებით პოზიტიურ,...

“ეს ჩვენი ბედოვლათები ირანში პანაშვიდებზე სიარულს ვერ გაცდნენ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გეოპოლიტიკური პარალელი: "ესე იგი, ალიევს შეუძლია, ერთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...