spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება...

“როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა” – ლაშა ბაქრაძე ჩერნობილის კატასტროფაზე

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, გერმანისტი ლაშა ბაქრაძე 40 წლის წინ ჩერნობილში მომხდარ კატასტროფას, ტრაგედიას ეხმაურება და კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს აქცენტს:

40 წლის წინ ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკი აფეთქდა. როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა.

28 აპრილს, დილით, შვედეთში გამოსხივება გაზომეს და თითქმის 40%-ით აღემატებოდა ნორმალურს. საბჭოეთმა უარყო, რომ ამ ამბავთან რაიმე საერთო ჰქონდა.

ახალი ჩასული ვიყავი იენაში, გდრ-ში. დასავლეთ გერმანიის ტელევიზიის ვუყურებდით ყველა და როცა გამოაცხადეს, რომ საბჭოთა კავშირში დიდი ატომური კატასტროფა მოხდა, ჩემებს დავურეკე. მამაჩემს, რომელსაც კომუნისტების ერთი სიტყვისაც კი არ სჯეროდა – ამხელა კატასტროფას თუ დამალავდნენ მაინც ვერ წარმოედგინა. ცოტა არ იყოს გამიკვირდა.

ორიოდე თვით ადრე, 1986 წლის თებერვალში კომპარტიის XXVII ყრილობაზე გორბაჩოვი ბევრს ლაპარაკობდა Гласность-ზე (საჯაროობაზე).

28-ში საღამოს „ავარიის“ აღიარება მოუწიათ კომუნისტებს. 29-ში სიტყვა კატასტროფაც იხმარეს, მაგრამ კატასტროფის მასშტაბებს ისევ მალავდნენ – აბა, პირველმაისობას ხომ არ ჩაუმწარებდნენ ხალხს.

პირველ მაისს, კიევში, ხალხი რასაკვირველია არ გააფრთხილეს და დიდი ზარ-ზეიმით ჩაატარეს პირველმაისობა. არადა, ჩერნობილის რადიოაქტიური გამოსხივება ორასჯერ აღემატებოდა ჰიროშიმაზე ჩამოგდებული ბომბისას.

ფოტოზე: 30 აპრილს საბჭოთა ტელევიზიით ნაჩვენები ჩერნობილის აეს-ის პირველი ფოტო, რომელიც რეტუშირებული (დაფოტოშოპებული, ახალგაზრდებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს) იყო, კატასტროფის მასშტაბის დასამალად“, – წერს ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი...

“უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული – დღეს გვჭირდება აწმყო და...

გავრცელდა პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, "კოალიცის ცვლილებებისთვის" წევრის საბა...

“ხუხაშვილს საკუთარი სიმართლით სიარული ვუსურვე და მწყევლისო, კივის” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"მაგ სიმართლით იარე..." - ლოცვა თუ წყევლა? თამარ ჩერგოლეიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...