spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ...

“უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული – დღეს გვჭირდება აწმყო და მომავალი” – საბა სხვიტარიძე

გავრცელდა პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, “კოალიცის ცვლილებებისთვის” წევრის საბა სხვიტარიძის წერილი, სადაც იგი ოპოზიციას, საპროტესტო მოძრაობას, საზოგადოებას დაპირისპირებაზე უარის თქმისა და აქტივობებისკენ მოუწოდებს:

ზიზღის ენა არის ის, რაც უკან გვხევს და პროტესტს ანეიტრალებს. არ არსებობს საკითხი, რომელმაც საზოგადოება ორად არ გაყო, საერთო მუსიკაც კი აღარ გვაერთიანებს. ამით პროპაგანდა იკვებება.

ჩვენ კი, იმის ნაცვლად, რომ საპროტესტო მესიჯებს ერთხმად ვაჟღერებდეთ, გადავედით ერთმანეთის საქმეების გარჩევასა და შეურაცხყოფაზე. ამით მხოლოდ ვაზიანებთ ერთმანეთს და საერთო საქმეს.

რაც ყველაზე მთავარია, ამ უაზრო და არაფრისმომცემ გარჩევებს ეწირება საქართველოს მომავალი. ეს ეხება როგორც პოლიტიკოსებს, ისე საზოგადოებას. მეტი დიპლომატიაა საჭირო, როგორც ერთმანეთის მიმართ, ასევე „ქართული ოცნების“ მიმართაც.

ასევე საჭიროა დიპლომატიის ენით საუბარი. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ზიზღის ენა თავად „ქართული ოცნების“ დანერგილია? სწორედ მათ სურთ, რომ ამ ენაზე ვისაუბროთ.

ერთმანეთის მიმართ ზიზღის ენის გამოყენება ყოვლად გაუმართლებელია. გუშინ ყველას ერთად გვირტყამდნენ, ერთმანეთის გადასარჩენად თავს საფრთხეში ვიგდებდით და დღეს ერთმანეთს ვლანძღავთ?!

იმაზე სულელურს ვერაფერს ვიზამთ, როცა მტრის წინაშე ვდგავართ და ერთმანეთის კრიტიკით ვართ დაკავებული.

არაფერს მოგვცემს დავა იმაზე, წინა არჩევნებზე ვინ რას ამბობდა, 14 წლის წინ რა ხდებოდა ან 20 წლის წინ ვინ რა გააკეთა. უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული — დღეს გვჭირდება აწმყო და მომავალი.

იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება აგიტატორებად იქცეს და საერთო მესიჯებს ავრცელებდეს, დროს ვკარგავთ უაზრო დაპირისპირებებში. ჩვენ კი დრო ცოტა გვაქვს. მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერების სოფელ-სოფელ სიარულით ვერ შევაღწევთ ყველა ოჯახში, თითოეული ჩვენგანი უნდა გახდეს აგიტატორი და საკუთარ წრეში გაავრცელოს საპროტესტო მესიჯები.

წარმოიდგინეთ — ქოცების დათვლითაც კი მილიონამდე ამომრჩეველმა რომ ჩაატაროს აგიტაცია თავის გარემოში, რა მასშტაბზე გავა ჩვენი ხმა. ამის ნაცვლად, საჯაროდ ერთმანეთზე თავდასხმით ვართ დაკავებული, მერე კი გვიკვირს, რატომ ვარდება საზოგადოება ნიჰილიზმში.

სანამ ამ ყველაფერს არ გავიაზრებთ, წლები გავა ერთმანეთთან დავაში. დროა, ქოცები მარტო დავტოვოთ სიძულვილის ენასთან ერთად. ჩვენ კი მეტი დიპლომატია გვმართებს, ზოგჯერ კი უბრალოდ თავშეკავებაც, ისეთი აზრებისგან, რომლებიც პროპაგანდას კვებავს და საბოლოოდ ჩვენვე გვაზიანებს.

„ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“.
თუ მე არა — რუსთაველს მაინც დაუჯერეთ“, – აცხადებს საბა სხვიტარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხოდა ეგებ აქედან იწყება ყველაფერი და მერე მოდის დანარჩენი – სხვისი შვილის დაწყევლიდან დაკიდებამდე”...

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...

“სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა საზოგადოებრივ ნორმად ვერ იქცევა” – ნინო წილოსანი

სასამართლოში შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დეპუტატ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...