spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარის პოპულარიზაცია ყაზახეთში მიმდინარეობს

აჭარის პოპულარიზაცია ყაზახეთში მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამ ეტაპზე, უწყება აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს ყაზახ ვიზიტორებს აცნობს. ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, სადაც დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს, ვიზიტორებს საშუალება აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ აჭარასა და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით. ყაზახეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა რეგიონში მზარდია. მიმდინარე წლის, იანვარ-მარტის მონაცემებით, რეგიონში 3%-ით გაზრდილია ტურისტული ვიზიტები ყაზახეთიდან. რაც შეეხება ფრენებს, ამ ეტაპზე ფრენები ყაზახეთიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ხორციელდება, რასაც ივნისიდან აჭარის მიმართულებით სეზონური ფრენები დაემატება. ბათუმში პირდაპირი ფრენები ყაზახეთის სამი ქალაქიდან იგეგმება, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ყაზახი ტურისტების რეგიონში მოგზაურობას.

ყაზახეთიდან დაინტერესება საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით არის მაღალი, შესაბამისად ჩვენ ვგეგმავთ და ვანხორციელებთ მარკეტინგულ აქტივობებს, რომლითაც პოპულარიზაციას ვუწევთ ჩვენს ტურისტულ პროდუქტებს ყაზახეთში.

გამოფენაზე წარმოდგენილია, როგორც სახელმწიფო, ისე ჩვენი კერძო სექტორი და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ის ახალი ტურისტული პროდუქტები, რაც გვაქვს მოხდეს ტურისტულ პაკეტებში. აღსაღნიშნავია, რომ პირდაპირი ფრენები ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით წელს გვემატება და ივნისიდან კვირაში 15 ფრენაზე მეტია დაგეგმილი ყაზახეთის სამი ქალაქიდან.

აქტიურად, ვმუშაობთ კერძო სექტორთან ერთად იმისთვის რომ საქართველო, ბათუმი კიდევ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდეს ყაზახეთში,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...