spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და განმარტებებს აკეთებს:

მიხეილ სააკაშვილი აჩვენო ყველაზე უარეს პიროვნებად და პოლიტიკოსად, ვფიქრობ, არც ეთიკურია, არც პოლიტიკური და არც სინამდვილის ამსახველი. სააკაშვილის წინააღმდეგ თანაბარი დისკურსი იყოს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, დისკურსის არაჯანსაღობას უფრო აჩვენებს.

სააკაშვილის მაკრიტიკებელი და მოწინააღმდეგე ვიყავი მისი მმართველობის დროსაც და შემდგომშიც, არც მისი ამომრჩეველი გავმხდარვარ, მომხრეობაც თუ მოწინააღმდეგეობაც შედეგების მეტ-ნაკლებობის გადააზრებიდან უნდა გამოდიოდეს.

გვერდიდან მეტად უსიამოვნოდ მოჩანს, ვისაც არ ეზარება, მიხეილ სააკაშვილს რომ ახოცავს ხელს, თან ამით მუდმივად უსვამს ხაზს მის მნიშვნელოვნობას.

არის რაღაც, რაც საჯარო ქმედებებში კი არა, ფარდის მიღმა უნდა წყდებოდეს, მაგალითად, რამდენად მომგებიანია ვინმეს პლაკატის დაჭერა, ან ზედმეტად თვითფოკუსირებულობა პოლიტიკურ განცხადებებში და ა.შ. ეს უნდა იყოს პარტნიორულად შეთანხმებული, მაგრამ ვინმეს, მით უფრო ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც პატიმარია, მოსთხოვო სიჩუმე, თუ არა და პრობლემის სათავედ გამოიყვანო, არაა ბოლომდე კეთილდინდისიერი. არის რაღაც, რაც ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს თავად, სიჩუმე იქნება თუ თქმა. არასწორმა იძულებამ გარედან შეიძლება უარესი შედეგი გამოიწვიოს.

ზოგადად, ერთი დიდი პრობლემაა სააკაშვილის პრეზიდენტობის არასათანადო შეფასება, ერთნი მხოლოდ უკიდურესად კარგს ხედავენ, მეორენი უკიდურესად ცუდს. რეალობა კი არც ერთია და არც მეორე. მან შექმნა ბევრი სასარგებლო რამ და არასწორიც და მიუღებელიც. სანამ ის ამ მეტ-ნაკლებობის პრინციპით არ შეფასდება და არ განესაზღვრება სათანადო და ზუსტი ადგილი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, მანამდე იარსებებს “სააკაშვილის კომპლექსი”, სადაც ერთნი მხოლოდ აგინებენ, მეორენი მხოლოდ აქებენ, არა და ის არც წმინდანია ცხადია, და არც მარგინალი დემონი, რომელიც უნდა აკომპლექსებდეს მხსენებელს.

მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება, რადგან სწორედ ამ მეტ-ნაკლებობის პრინციპით ვმსჯელობ მასზე, სადაც არც მისი ამომრჩეველი ვარ, არც მისი მხარდამჭერი, მაგრამ არც იმის მომერიდება მისი ბევრი სასარგებლო ნამოქმედარი შევნიშნო, ისევე როგორც ის, რაც მიუღებელი იყო ან არის ჩემთვის“, – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პრემიერის” აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას” – ნიკა გვარამია

მმართველ გუნდში განხორციელებილ საკადრო ცვლილებების გამომწვევ სკანდალურ მიზეზებზე აკეთებს...

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ნულოვანი თანაგრძნობა თქვენი ცხოვრების ფილოსოფიაა!” – ლელა ჯეჯელავა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობასთან...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...