spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელი...

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელი აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის სახლების მშენებლობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას მწვავე შეფასებას აძლევს და აცხადებს რომ სახეზეა კრიზისი, რომელსაც სამი ძირითადი მიზეზი აქვს:

ტურიზმის სექტორი, რომელიც ქოცების მიერ არდასაქმებული, ჩვეულებრივი ადამიანების მთავარი შემოსავლის წყაროა, კატასტროფულ ვარდნას განიცდის. უამრავი სასტუმრო და კვების ობიექტი იყიდება ან საერთოდ იკეტება, ძალიან ბევრ, სფეროს მუშაკს უჭირს ოჯახების შენახვა.

ამ კრიზისს სამი ძირითადი მიზეზი აქვს. საერთაშორისო სიტუაციის გაუარესება, ქოცების მიერ ტურიზმის ფეხზე დაკიდება და მთელ მსოფლიოში შექმნილი მყარი სურათი საქართველოსი, როგორც დიქტატორული ქვეყნის.

თავის დროზე, როცა ვთქვი, რომ ჩემი ვადის ამოწურვამდე საქართველოში წელიწადში 5 მილიონ ტურისტს ჩამოვიყვანდი, გიჟად შემრაცხეს, ვინაიდან მაშინ ნამდვილი ტურისტები, პრაქტიკულად არ ჩამოდიოდნენ. მე ამ ციფრს გადავაჭარბე, პროაქტიული პოლიტიკით, ჩემი პირადი ჩართულობით, საქართველოს რეკლამით და აქედან პოზიტიური ისტორიების მთელს ქვეყანაში გატანით. ტურიზმი არის როგორც ყვავილი, რომელსაც მუდმივად უნდა ასხა წყალი.

ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელი აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის სახლების მშენებლობაზე. ე.ი. იმის მაგივრად, რომ იგივე რუსები, ტურისტებად ჩამოდიოდნენ და მიდიოდნენ და ყოველ ჯერზე ფულს ხარჯავდნენ, ესენი ერთჯერადად ართმევენ ფულს ბინაში, ამ ფულს ჯიბეში იდებენ და შემდეგ, ჩამოსული უცხოელები აქ ქმნიან ბიზნესებს და იქით გვართმევენ ფულს.

თუ რომელიმე სექტორს ჭირდება რეჟიმის სასწრაფოდ შეცვლა, ეს პირველ რიგში ტურიზმია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...

✨ “შეგვეწიოს უფალი, რომ ყოველთვის გვესმოდეს ქრისტეს ხმა და ვუპასუხოთ მას სიწმინდისაკენ, სრულყოფილებისკენ სწრაფვით...

⛪️ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს უწმინდესისა და უნეტარესის,...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...