spot_img
მთავარიანალიტიკა"სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ოპოზიცია შეთანხმდეს მოქმედების გეგმაზე და...

“სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ოპოზიცია შეთანხმდეს მოქმედების გეგმაზე და ოპოზიციური ამომრჩეველიც დააჯეროს ამ გეგმის სისწორეში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი ერთგვარ ანალიტიკურ და სოციოლოგიურ პარალელს ავლებს უნგრეთსა და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შორის:

Fidesz-სა (ორბანის პარტია) და Tisza-ს (მადიარის პარტია) შორის ხმები, ჯერჯერობით, დაახლობით ასე გადანაწილდა – 38%-53%-ზე (ეს განაწილება მნიშვნელოვნად არც შეიცვლება). ასეთ თანაფარდობას აჩვენებდა წინასაარჩევნოდ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიც. ანუ, უნგრული არჩევნების შედეგებმა, დასაშვები ცდომილების ფარგლებში, ასახა გამოკითხვების შედეგები. ეგზიტ-პოლი უნგრეთში არ ჩატარებულა, როდესაც შედეგებს შეუძლია მაქსიმუმ 1%-იანი ცდომილებით იწინასწარმეტყველოს არჩევნების შედეგები.

რა მოხდა საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში? ჩატარდა ორი ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიის ეგზიტ-პოლი, ორივემ ქართულ ოცნებას 41-42% უწინასწარმეტყველა, ხოლო ოპოზიციას – 60%-მდე. პატიოსნად ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვებიც ამას აჩვენებდა.
ანუ, უნგრეთში დღეს არსებული ბალანსი ყოფილ ხელისუფლებასა (ორბანს) და მის ოპოზიციას შორის, საქართველოში ქ/ოცნებასა და ოპოზიციას შორის არსებული ბალანსის მსგავსია.

თუმცა, თუ უნგრეთის საზოგადოებაში არსებული განწყობები არჩევნებშიც გადავიდა და ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია, ასე არ მოხდა საქართველოში, რადგან არჩევნები, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზულად იყო მანიპულირებული ხელისუფლების სასარგებლოდ. და ასეთი მანიპულაციის შესაძლებლობას იძლეოდა არა მხოლოდ საარჩევნო გარემოს არადემოკრატიული სტანდარტები, არამედ – არაფორმალური „შავი ხვრელები“.

სწორედ ამიტომ, არ შეიძლება ტოლობის ნიშნის დასმა ორბანის ავტორიტარიზმსა და ქ/ოცნების ავტორიტარიზმს შორის. უნგრეთში ორბანს არ მოუვიდოდა აზრად (თუ მოუვიდოდა, არ გამოუვიდოდა) ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ლიდრების დაპატიმრება და მრავალწლიანი პატიმრობის მუქარით მათი დაწიოკება, სხვისი პირადობის მოწმობებით ხმის მასობრივი მიცემა, მოქალაქეების დაჭერა ტროტუარზე დგომის გამო, ნებისმიერი დონორული თანხის ფაქტობრივი აკრძალვა, ზოგადად, ოპოზიციონერობის აგენტებად კრიმინალიზაცია და ა.შ. დიახ, ორბანმა მოასწრო და ავტორიტარიზმი ააშენა, თუმცა, ეს მაინც იყო „ევროპული“ (ანუ, ზომიერი) ავტორიტარიზმი და არა – ბრუტალური (ბელარუსის მსგავსი) ავტორიტარიზმი.

საქართველოში სწორედ ასეთი – ანტიევროპული ავტორიტარიზმის გამო გაჩნდა ოპოზიციურ მოსახლეობაში აზრი, რომ არჩევნებში ოცნება რასაც უნდა იმას დაიწერს, რომ არსებულ გარემოში არჩევნებს აზრი არ აქვს და რომც გაიმარჯვოს ოპოზიციურმა კანდიდატმა (მაგალითად, თბილისის მერის არჩევნებში), მას დაიჭერენ და ა.შ. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ამ განწყობებს წყალი დაუსხა, ხოლო ვინც არ დაუსხა – თავიდანვე წაგებულ თამაშში მოუწია შესვლა.

იგივე რომ არ განმეორდეს მომდევნო არჩევნებში (სულერთია, ეს იქნება დაგეგმილი თუ ვადამდელი არჩევნები), დღესვე სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ოპოზიცია შეთანხმდეს მოქმედების გეგმაზე და ოპოზიციური ამომრჩეველიც დააჯეროს ამ გეგმის სისწორეში. თანაც, ეს უნდა მოახერხოს არა ერთმანეთის ჩაძირვით (რაც აქამდე ხდებოდა), არამედ ერთმანეთის გაძლიერებით. ესეც უნდა იყოს უნგრული არჩევნების გაკვეთილი ჩვენთვის“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ირანთან დადებული შეთანხმება, ჩემი აზრით, ტრამპის ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხია” – გია ნოდია

უახლოეს დღეებში აშშ-სა და ირანს შორის დაგეგმილი სამშვიდობო შეთანხმების...

“როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი აღმოცენდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში...

“ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება – დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის...

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღირებულებები, რომელთა გამოც საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...