spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სტერილური "პოლიტკორექტულობაა" სწორედ ის უკიდურესობა, რომელიც ბუნებრივად და...

“სტერილური “პოლიტკორექტულობაა” სწორედ ის უკიდურესობა, რომელიც ბუნებრივად და კანონზომიერად შობს საწინააღმდეგო უკიდურესობას ფაშისტური მემარჯვენეობის სახით” – ნიკა გვარამია

ოპოზიციის ალიანსისა და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში მის მიერ გამოყენებულ კონკრეტულ ტერმინთან დაკავშირებით გაკეთებულ მძიმე შეფასებებს, ერთგვარი შედარებითი განმარტებებით ეხმაურება:

ვეხმაურები ტელეკომპანია იმედის ამორალურ პროვოკაციას, ჩემს მიერ ერთერთ პოსტში მოხსენიებულ ტერმინ “პოლიტიკურ აუტიზმთან” დაკავშირებით:

ცხადია, არავითარ კავშირში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების სტიგმატიზებასთან ამ შემთხვევას არ აქვს. ამიტომაცაა მიწერილი ზედსართავი “პოლიტიკური” და თავად ტერმინი ჩასმულია ბრჭყალებში.

ის, რომ აუტიზმი დიაგნოზია, არანაირად არ განაპირობებს რეალური ადამიანების შეურაცხყოფას. “პოლიტიკურად კოჭლი” რომ მეწეროს, ან “პოლიტიკური სიყრუე”, ან “პოლიტიკური შიზოფრენია”, მაშინ? თუ სიყრუე, სიბრმავე და შიზოფრენია დიაგნოზი არაა?

სტერილური “პოლიტკორექტულობაა” სწორედ ის უკიდურესობა, რომელიც ბუნებრივად და კანონზომიერად შობს საწინააღმდეგო უკიდურესობას ფაშისტური მემარჯვენეობის სახით.

ps რაკიღა ცალკეულმა ადამიანებმა აღიქვეს ეს გამოთქმა პრობლემად, დავას არ ვაპირებ, უბრალოდ წავშლი პოსტის იმ ნაწილს“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“4 თვის წინ დაიწყო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება” – შოთა...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“თუ დღეს ვინმე აზიანებს ე.წ. “ოპოზიციას,” არიან ექს-პრეზიდენტები მიშა და სალომე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, კონკრეტულ მოსაზრებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...