spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიაღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია ტრადიციულ სასაჩუქრე კალათებს...

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია ტრადიციულ სასაჩუქრე კალათებს გასცემს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია უფასო სასადილოებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებს ტრადიციულად სასაჩუქრე კალათებს გადასცემს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წელს მუნიციპალიტეტისგან სულ 40 ათასამდე სასაჩუქრე კალათა გაიცემა.

ჩვენ ყურადღების მიღმა არ ვტოვებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ჩვენი ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ. თბილისის რაიონული გამგეობები წინასააღდგომოდ, ტრადიციულად, სასაჩუქრე კალათებს გადასცემენ უფასო სასადილოებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებს. სასაჩუქრე კალათის შემადგენლობა მოიცავს 15 დასახელების პროდუქტს, კალათების რაოდენობა კი დამოკიდებულია ოჯახების სულადობზე. სააღდგომო ნობათების დარიგება დაწყებულია და მათ კვირის ბოლომდე ყველა ბენეფიციარი მიიღებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ყოველთვის გვერდით დაუდგება იმ ოჯახებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.

ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების თანადგომას და მხარდაჭერას მომავალშიც განვაგრძობთ. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მხოლოდ სასაჩუქრე ნობათებს. მუნიციპალიტეტში გვაქვს არაერთი პროგრამა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ გვერდით დავუდგეთ ამ ოჯახებს, ამას ყოველთვის გავაკეთებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ანა დოლიძე: “ეს კვირა უმძიმესი იყო ივანიშვილის მთავრობისთვის”

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ბაჩანა ახალიასთვის სასჯელის გამოტანით, სასამართლომ, ჩემი აზრით, დაუშვა ძალიან სერიოზული სამართლებრივი შეცდომა” – გოჩა...

სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის...

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...