საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ერთგვარი უკმაყოფილებით და კონკრეტული შეკითხვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
“მოწიწებით ვეკითხები საპატრიარქოს. რატომ ითხოვთ ასე დაჟინებით რადიკალების ციხიდან გამოშვებას, რომლებიც არც ინანიებენ ჩადენილს. უმეტესობა 7 თვეში ისედაც გამოდის! საზოგადოების მეორე ნაწილს არ უსმენთ?!
ან რატომ თვლით, რომ ეს აქტი სიტუაციას დაამშვიდებს ან დაპირისპირებულ მხარეებს შეარიგებს? იქნებ სხვა პატიმრების ბედითაც დაინტერესდეთ, იქნებ მათ უფრო ეგების შეწყალება და გათავისუფლება?!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

