სამშაბათი, აპრილი 23, 2024

სააკაშვილის დევნით პუტინს ეკეკლუცებიან და ოკუპანტის წისქვილზე ასხამენ წყალს – თაკო ჩარკვიანი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის შესახებ სოციალურ ქსელში საკუთარ პოზიციას აფიქსირებს პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის დევნით პუტინს ეკეკლუცებიან და ამით მტრის, ოკუპანტის წისქვილზე ასხამენ წყალს:

ამხელა წარმატება აქვს უკრაინაში, მილიარდები შეაქვს – 18 მილიარდი და ჩვენთან, როგორც დამნაშავეს ისე დევნიან.

ყველა პოლიტპატიმარია, სააკაშვილის გარდა?! ნონსენსია და მართლა სირცხვილია.

დავინტერესდი მაჩვენეთ რა წერია სტრასბურგის დასკვნაში მეთქი?! არც არაფერი! გამოიტანოს წულუკიანმა და გვაჩვენოს, სიტყვაზე რატომ უნდა ვენდოთ??? გამოაქვეყნოს აბა, მაგრამ რას გამოაქვეყნებს რაც არ არსებობს?!

იმას მაინც თუ ხვდებიან, (უფრო სწორად ზუსტადაც ხვდებიან) რომ მტრის, ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დევნა და პუტინს ეკეკლუცებიან ამით, ეს კი ჩვენი – ტერიტორიებწაგლეჯილი საქართველოსთვის, სახელმწიფოსთვის ცუდია, ძალიან ცუდი!!!

შეწყდეს სააკაშვილის პოლიტიკური დევნა!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული