შაბათი, აპრილი 20, 2024

აჭარამ დაიბრუნა “მწვანე ზონის” სტატუსი – თორნიკე რიჟვაძე

ბოლო ორი კოვიდ ინფიცირებული რეგიონში განიკურნა. შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის“ სტატუსი,“ – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ „მწვანე ზონის“ სტატუსი მნიშვნელოვანია რეგიონში ტურისტების მისაღებად და ეკონომიკის ასამუშავებლად. აჭარის რეგიონში 30 აპრილის შემდეგ კოვიდ19-ით ინფიცირებული პაცინეტი აღარ ყოფილა და ბოლო ორი დაინფიცირებული პაციენტიც გამოჯანმრთელდა.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს. ბოლო ორი კოვიდ ინფიცირებული რეგიონში განიკურნა. შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის“ სტატუსი. ჩვენ 30 აპრილის შემდეგ უკვე რეგიონში აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებულები. ბუნებრივია, ეს არის საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგი.

მაგრამ დღეს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მოდუნების, თვითკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ გვმართებს, რომ საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების განუხრელი შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მხრიდან.

ის ფაქტი, რომ აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის“ სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ როგორც ეპიდ რეგიონი იყო საკმაოდ მომატებული რისკის მატარებელი, ვინაიდან ჩვენთან მოეწყო რამდენიმე ათეული საკარანტინე სივრცე, ასევე საზღვრისპირა რეგიონი, ასევე დასავლეთ საქართველოს კუთხითაც და ზოგადად ეპიდ რეგიონის კუთხით იყო რისკის მატარებელი, თუმცა ყველამ ერთად, პირველ რიგში მოქალაქეების საზოგადოების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და თვითშეგნებით შევძელით, რომ კარგად, ეფექტურად გვემართა ეს პროცესი და დღეს გვქონოდა საკმაოდ დამაიმედებელი შედეგი.

უსაფრთხო რეგიონის სტატუსი და „მწვანე ზონის“ სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებასთან მიმართებაში. ამიტომ, ყველას ერთად გვმართებს, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები და ძალიან ფრთხილად, მწყობრად უკვე დავუბრუნდეთ ეკონომიკის აღდგენის, განახლების ეტაპს და ასევე წელს ვუმასპინძლოთ ტურისტებს,“ – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული