spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნებისმიერ წესიერ ქვეყანაში გადამდგარი იქნებოდა საკუთარი თავის ოდნავ...

“ნებისმიერ წესიერ ქვეყანაში გადამდგარი იქნებოდა საკუთარი თავის ოდნავ მაინც პატივისმცემელი, ღირსეული ქალაქის თავი!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სფეროში გამოვლენილ დანაშაულთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, მწვავე პოზიციით და თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება:

ჯარისკაცების, პატიმრების, ბავშვების კვებიდან მოპარული ფული არ ეყოთ, ახლა მოხუცებს პარავენ ლუკმას უფასო სასადილოებიდან…

ანუ მილიონების კეთება სკვერების მოწყობით და გზების დაგებით, მშენებლობებისთვის კოეფიციენტების გაზრდით, ტენდერების თავიანთ ინტერესებზე მორგებით და გაყალბებით თურმე არ გყოფნით…

გაუმძღარნი კიდევ უნდა გამდიდრდეთ, ჩვენი ყველაზე დაუცველი მოქალაქეების ხარჯზე!!!

სირცხვილის განცდა არ არსებობს! არც პასუხისმგებლობის შეგრძნება.

ქალაქის მერი ალბათ კიდევ გვეტყვის, რომ მისი კომპეტენცია არ არის და არაა ვალდებული პასუხი აგოს მის დაქვმდებარებაში არსებულ უწყებებში ჩადენილ დანაშაულზე! არც დაღუპულ ბავშვებზე! არც მოპარულ მილიონებზე!

აბა რაზეა პასუხისმგებელი, რას ნიშნავს მერის მანდატი და ხალხის წინაშე ანგარიშის წარდგენის ვალდებულება?

ნებისმიერ წესიერ ქვეყანაში გადამდგარი იქნებოდა საკუთარი თავის ოდნავ მაინც პატივისმცემელი, ღირსეული ქალაქის თავი! მაგრამ სადაა ღირსება? ღირსეული ვერ გაბედავდა ხალხის დაცინვას – წალენჯიხაში ძვირად ღირებულ ავტომობილებით რბოლას!

თუმცა ამათგან დიდი ხანია არც ღირსებას, არც პასუხისმგებლობას აღარ ველოდებით!” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ძაღლების ამბავზე დამუნჯებული ვარ. ჯერჯერობით იმიტომ არ მემართება ისტერიკა, რომ უბრალოდ არ მინდა დავიჯერო,...

უმძიმესი ინფორმაციების გავრცელებამ არა მარტო მიუსაფარ, ასევე, მიკედლებულ ძაღლებთან...

“როგორი მაგარი შეგრძნებაა იყო ისეთი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამერიკელი პილოტივით გჯერა, რომ ყველაზე უნუგეშო...

გადარჩენილი ამერიკელი პილოტის ინსპირაციით, საქართველოს წინა ხელისუფლების დროინდელ კონკრეტულ...

“აფგან სადიგოვის ნაცვლად გარეჯს გიბრუნებენ? რა სამარცხვინოა ეს ყველაფერი” გოჩა მირცხულავა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქართველოდან ექსტრადაციის გამო, მმართველ პარტიას...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ საქმე გვაქვს მკვლელების კორპორაციასთან”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილი მძიმე ფაქტები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...