spot_img
მთავარიამინდის პროგნოზი2-4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

2-4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 2-4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

🌦️ 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი.

🌦️ ქ. თბილისში 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 აპრილს კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 და 4 აპრილს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 4 აპრილს კი +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

🌦️ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 4 აპრილს კი +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

🌦️ დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 4 აპრილს კი +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

🌦️ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦️ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧️აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧️აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

🌧8-9 აპრილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია ავდარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: 🌧 8 აპრილს დასავლეთ საქართველოში,...

🌧 3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელია

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: 🌧 3 აპრილის დღის ბოლოდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...