spot_img
მთავარიპოლიტიკაქეთევან ციხელაშვილი მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ავსტრიაში ელჩად...

ქეთევან ციხელაშვილი მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ავსტრიაში ელჩად ინიშნება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება. სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ ავსტრიაში საქართველოს ელჩად დანიშვნა საპატიო, საპასუხისმგებლო და კომპლექსური მანდატია და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ყველგან დაიცავს სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს:

15 ივნისიდან ნამდვილად არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ მე გავაგრძელო საქმიანობა როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოს მისიაში, ასევე ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში, რომელიც არის ძალიან საპატიო, ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან კომპლექსური მანდატი.

თუმცა, 15 ივნისამდე მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას როგორც სახელმწიფო მინისტრი, ახლაც ვიმყოფები ოძისში და ვაპირებთ ძალიან აქტიური კამპანიის ჩატარებას გამყოფი ხაზების სრულ პერიმეტრზე, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას ჰუმანიტარული სხვადასხვა პაკეტით და არა მხოლოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოვიდ 19-ის ფონზე არ წყდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ბორდერიზაცია. მე ახლაც ყოველდღე მთელი ენერგიით და მომავალშიც ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო დავიცავ ჩემი სამშობლოს, ჩემი სახელმწიფოს და ჩემი ხალხის ინტერესებს,” – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გეოპოლიტიკა: აზერბაიჯანის გაძლიერებული როლი და საქართველოს სტრატეგიული არჩევანი” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში ყოველთვის ყურადსაღები მოვლენაა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...