spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მე ვერ გამტეხა იმ სისტემამ და რეჟიმმა, რომელმაც...

“მე ვერ გამტეხა იმ სისტემამ და რეჟიმმა, რომელმაც შვილი უკანონოდ დამიჭირა” – ელისო კილაძე

31 მარტს მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესი შედგა, სადაც მან ემოციური შეფასებები და განმარტებები გააკეთა მის დაპატიმრებასთან მიმართებაში. სასამართლოზე ნათქვამი სიტყვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ელისო კილაძის თქმით, იგი ისჯება ჟურნალისტური საქმიანობისა და სიმართლის თქმის გამო:

მე ვერ გამტეხა იმ სისტემამ და რეჟიმმა, რომელმაც შვილი უკანონოდ დამიჭირა. ჩემმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ჩემი შვილი გაამართლეს, დღეს ის დარბაზში ზის და ამ პროცესს ესწრება.

მე მაქვს მოლოდინი სამართლიანი გადაწყვეტილების, რადგან თავის დროზე ჩემი შვილის უკანონო დაკავებაც, ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას დაუკავშირეს და ახლაც ჩემი პროფესიის გამო მიწევს აქ ყოფნა.

მე ვიყავი იმ მედიაჰოლდინგის დამფუძნებელი, რომელიც ყველაზე ხშირად წერდა და პირველი ამხელდა ამ ხელისუფლების ყველაზე მანკიერ მხარეებს, კორუფციულ და ნარკოდანაშაულებრივ სქემებს. დიახ, პროფესია ჟურნალისტის გამო ვისჯები და დღეს ჩემი მედიაჰოლდინგი დახურვის პირასაა…

მე არ ვითხოვ არც შეღავათს, არც პრივილეგიას, ვითხოვ სასამართლო სხდომების გახსნას. თუ დამნაშავე ვარ, მაშინ ფაქტებისა და მოწმეების თანდასწრებით დამდონ ღიად ბრალი და არა – მიმოწერის უფლების გარეშე დატოვება, სატელეფონო ზარების აკრძალვა, მნახველებისა და ოჯახის წევრების შეზღუდვა… არ მესმის, 37 წელია?! მაშინ რაღას ელოდებით 9 თვეს? დამხვრიტეთ, თუ ყველაფრის უფლებას მართმევთ…“, – განაცხადა ელისო კილაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ლოყააწითლებულებს ახლა სხვა რამეს აუწითლებენ, ვატყობ” – ნიკა გვარამია

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის პოლიციის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც...

“სასამართლომ, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის...

საქართველოს პროკურატურა, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას და...

“კიდევ რომელი ქვეყანა გარისკავს სხვა ქვეყნის შუაგულში, ყველა მხრიდან ცეცხლის საფრთხის ქვეშ, მოაწყოს დროებითი...

პენტაგონის მიერ ირანში ჩამოგდებული თვითმფრინავიდან კატაპულტირებული მფრინავის საძიებო-სამაშველო ოპერაციის...

“საერთოდ არ მაინტერესებს, სააკაშვილს რა რეიტინგი აქვს და ვინ, სად, როგორ იქნება” – კახა...

„სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...