spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ თქვენ ხართ საქართველოს პატრიოტი პოლიტიკოსები, პირველ რიგში...

“თუ თქვენ ხართ საქართველოს პატრიოტი პოლიტიკოსები, პირველ რიგში უნდა გესმოდეთ, რა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი” – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას

მინდა ჩვენი კოლეგების გამონათქვამს გამოვეხმაურო. მით უმეტეს 31 მარტია , საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე – ჩვენმა ოპოზიციურმა კოლეგამ საუბარი დაიწყო, თუ როგორ გვაფასებენ უცხოელები და „მოსკოვის მექანიზმით“ მოგვილოცა რეფერენდუმის დღე. გეტყვით, რომ ბევრ მექანიზმს მოიგონებენ იმისთვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა საკუთარ კონტროლქვეშ აიყვანონ“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ სამწუხაროდ გარკვეულმა ძალებმა, ევროკავშირში იქნება თუ სხვაგან, სწორედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუქმნეს ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დიდი ჭმუნვით მიიღეს და მათივე სადამკვირვებლო მისიის დასკვნები გვერდზე გადადეს.

თუ თქვენ ხართ საქართველოს პატრიოტი პოლიტიკოსები, პირველ რიგში უნდა გესმოდეთ, რა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და მერე უნდა მისდევდეთ „მოსკოვის მექანიზმს“ და სხვათა პროპაგანდას – ბელარუსი ხართ, რუსეთი ხართ და ასე შემდეგ. სირცხვილია, რომ ამ შიშველ პროპაგანდას იმეორებთ საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში პოპულიზმის ნაკლებობა არასდროს არსებობდა, მაგრამ ოპოზიციამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს – როდესაც საუბრობს ტარიფების გაძვირებაზე, ადამიანების შიმშილსა და პენსიების გაზრდაზე, რომ არ იყოს ეკონომიკური ზრდა და მართვადი ინფლაციური პროცესები, მაშინ ქვეყანაში მართლაც ფასების კატასტროფული ზრდა იქნებოდა და ცხოვრების დონის გაუარესება.

ამიტომ, მორიგ პოპულისტურ ამოფრქვევამდე, კარგად გაიაზრეთ, რომ ამ პოპულიზმით ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ფონს გასვლა ვერ მოახერხა და ვერც თქვენ მოახერხებთ ამას.

ტარიფი იმისთვის კი არ იზრდება, რომ ვინმეს უხარია მისი გაზრდა, არამედ ეს აუცილებლობიდან გამომდინარეობს და თუ ამას არ გააკეთებ, მაშინ საერთოდ ელექტროენერგიის მიწოდების და განაწილების პრობლემა შეგვექნება. ეს ყველაფერი კარგად არის ახსნილი. შიშველი პოპულიზმით ამას ვერ გადაფარავთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ძალიან უნდათ ეკლესიაში და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა, ე.წ. “ორი პატრიარქის” გეგმის რეანიმაცია” – ზაალ...

მედიასაშუალებებში დაწყებულ მსჯელობებს, ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, მძიმე შეფასებებით...

“არ იქნება ნორმალური ჟურნალისტიკა, არ იქნება ნორმალური და განვითარებული საზოგადოებაც!” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული პოზიცია-შეფასებები და პრეტენზიები ცალკეულ მედიასაშუალებებსა...

“ძაღლების ამბავზე დამუნჯებული ვარ. ჯერჯერობით იმიტომ არ მემართება ისტერიკა, რომ უბრალოდ არ მინდა დავიჯერო,...

უმძიმესი ინფორმაციების გავრცელებამ არა მარტო მიუსაფარ, ასევე, მიკედლებულ ძაღლებთან...

“მივიღეთ გადაწყვეტილება – პლასტმასის ბოთლებში სასმელის, წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ...

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ პლასტმასის მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...